კახა ლაბუჩიძემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ 2024-2025 საანგარიშო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კახა ლაბუჩიძის თავმჯდომარეობით განათლებისა და კულტურის კომისიის 13 სხდომა გაიმართა, სადაც 23 საკითხი განიხილეს.
კახა ლაბუჩიძემ საქმიანობის ანგარიშში კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების, ისნის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისა და სოციალური მიმართულების პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც უშუალოდ მისი ინიციატივით და ჩართულობით განხორციელდა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ბაღების განახლების პროექტიც. გაიხსნა 2 საბავშვო ბაღი; მიმდინარეობს 5 ბაღის მშენებლობა. 2 საბავშვო ბაღს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
როგორც განათლებისა და კულტურის კომისიის ანგარიშშია ნათქვამი, კომისიამ იმსჯელა ომარ მხეიძის, ქეთევან კიკნაძის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძის, არჩილ ბეთანელის, მერაბ დონაძის, ლეოპოლდ ძაძამიძის, ვახტანგ ბალავაძის მემორიალური დაფების განთავსების საკითხზე. ასევე, განათლებისა და კულტურის კომისიამ დიმიტრი ყიფიანის საიუბილეო საფოსტო მარკის შექმნაზე იმუშავა.
კახა ლაბუჩიძის თქმით, განათლებისა და კულტურის კომისიის აქტიური ჩართულობით გამოიცა მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის საცნობარო გამოცემა (2018-2023 წლები). კომისიამ ასევე იმსჯელა სკოლის სახელდებებთან დაკავშირებითაც. კერძოდ, თბილისის №49 საჯარო სკოლისთვის აკაკი ჩხენკელის სახელის, ხოლო თბილისის №176 საჯარო სკოლისთვის აკაკი შანიძის სახელის მინიჭების თაობაზე.
როგორც გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, 2025 წლის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა: 1403 სოციალურად დაუცველი სტუდენტი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 675 სტუდენტი და 46 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტი. ასევე,410-მა წარმატებულმა მაგისტრანტმა მიიღო მერიის სტიპენდია.
კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში 250-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა. მათ შორის: 50 საიუბილეო და შემოქმედებითი საღამო, 50-60 - მდე ფესტივალი და კონკურსი, 70-მდე საგამოფენო, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიება. პროგრამის „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში კი დაფინანსდა 140 საგამომცემლო, 60 აუდიოვიზუალური და ვიზუალური ხელოვნების, 50 დიზაინის და რეწვის მიმართულების, 50 მედია-ხელოვნების, 120 „ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების ხელშეწყობის“ პროექტები. „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 12 ორგანიზაცია და 80-მდე სპეციალობა.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, დასრულდა მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის სრული სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ანგარიშის წარდგენას ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას - ირაკლი კობახიძე
05.12.2025.15:37
ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას.
„მასშტაბური მშენებლობები მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. სულ ახლახან, ქუთაისში, 850-ზე მეტმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა. მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას. ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, რომელიც დააჩქარებს განსახლების კუთხით შესაბამისი პროცესების წარმართვას. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია - ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ კედლებს. ჩვენ ვქმნით სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს სკვერებით, სტადიონებითა და ბავშვთა გასართობი მოედნებით, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ. ამასთან, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ მთავარს - ჩვენი ოცნება და მიზანია დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში. გილოცავთ ახალმოსახლეობას და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენს ახალ სახლებში“, - განაცხადა პრემიერმა.