მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.1
-0.0003
flag
AZN 1.5836
-0.0003
flag
CNY 37.729
0.0003
flag
EUR 3.1492
0.0098
flag
GBP 3.631
0.007
flag
KZT 50.09
0.0021
flag
TRY 0.0653
-0.0001
flag
USD 2.693
-0.0006

კახა კალაძეს აქვს შთამბეჭდავი გეგმები და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით, ამის რწმენას გვაძლევს 8-წლიანი გამოცდილება, რომლის განმავლობაშიც ქალაქი შეიცვალა ფუნდამენტურად - პრემიერი

news image

8 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად და ეს არის, პირველ რიგში, პირადად კახა კალაძის და მისი გუნდის დამსახურება, მადლობა მინდა გადავუხადო მათ, - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაური, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის მერის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც დედაქალაქის ინფრასტრუქტურის პოლიტიკას შეეხებოდა.

„კახა კალაძის დღევანდელი პრეზენტაცია ეხებოდა ინფრასტრუქტურულ საკითხებს და საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ა.შ. ყველა მიმართულებით ხედავთ, რომ გეგმები არის შთამბეჭდავი და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ეს გეგმა განხორციელდება ძალიან დიდი წარმატებით, ამის რწმენას გვაძლევს ის 8-წლიანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს. 8 წლის განმავლობაში ქალაქი შეიცვალა რადიკალურად, ფუნდამენტურად და ეს არის პირველ რიგში, პირადად კახა კალაძის დამსახურება და მისი გუნდის დამსახურება. მადლობა მინდა გადავუხადო კახა კალაძეს 8 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და მთლიანად მერიის გუნდს“, - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი Eksim Holding-ის შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის გენერალურ მენეჯერს, ჩაღათაი ულქერს შეხვდა

05.09.2025.19:54

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი Eksim Holding-ის შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის გენერალურ მენეჯერს, ჩაღათაი ულქერს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა განახლებადი ენერგიების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ენერგოსისტემებში. ასევე, აღინიშნა, რომ ენერგეტიკული სექტორის გაძლიერება აჭარაში შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
 
Eksim Holding-ის საქმიანობა მოიცავს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და ელექტროენერგიის წარმოებას ჰიდროავტომატების საშუალებით. „აჭარ ენერჯი-2007“ რეგიონში 2010 წლიდან ოპერირებს და მართავს კირნათისა და ხელვაჩაური 1-ის ჰიდროელექტროსადგურებს. კომპანიამ უკვე განახორციელა 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა