მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა

news image

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში მოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მერმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში თურქეთის ელჩთან, ხოლო გაცნობითი შეხვედრა ბრაზილიის ელჩთან გამართა.

შეხვედრაზე თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის იმ წვლილისთვის, რომელიც მან საქართველოში მუშაობის დროს ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეიტანა.

„მადლობა თანამშრომლობისთვის და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და კიდევ უფრო დიდ მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის. ძალიან ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კეთილმეზობლური ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ. წარმატებებს გისურვებთ თქვენს მომავალ საქმიანობაში. ჩვენ მეგობრებად ვრჩებით. იცოდეთ, რომ საქართველოში გყავთ ბევრი მეგობარი, თუნდაც ჩემი, როგორც ერთი რიგითი ქართველის სახით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა აღნიშნა, რომ თბილისში თავს ძალიან მშვიდად და დაცულად გრძნობდა.

„მადლობა, რომ დატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად, გამონახეთ დრო შეხვედრისთვის. მინდა, გამოვხატო ჩემი მადლიერება, რომ ოთხი წლის განმავლობაში ამ ქალაქში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც სახლში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, არაერთ ქვეყანაში მომიწია ცხოვრება და არასად მიგრძვნია თავი ისე, როგორც თბილისში - დაცულად და მშვიდად. მქონდა შესაძლებლობა, პირადად მედევნებინა თვალი თბილისის განვითარებისთვის. რთულია ისტორიული ქალაქების ხელმძღვანელობა, რადგან იცი, რომ რაღაც გასაკეთებელია და ვერ ეხები, ვინაიდან მას აქვს ისტორია. თქვენ შეძელით, რომ გამოხვიდეთ ხოლმე მდგომარეობიდან, გამოსავალი იპოვოთ. ვიცი, რომ ბევრი ახალი გეგმა და პროექტი გაქვთ თბილისთან მიმართებაში. მინდა, გისურვოთ წარმატებები და იცოდეთ, რომ ანკარაში გყავთ მეგობარი. იმედი მაქვს, მომავალში სხვადასხვა ფორმატში კიდევ გვექნება შეხვედრის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საქართველოში ბრაზილიის ელჩთან - კარლოს მარტინ სეგლიასთან, თბილისის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

„ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა. ჩემი წინა საქმიანობიდან გამომდინარე, ბრაზიალიაში ბევრი მეგობარი მყავს. ძალიან ვაფასებ თქვენს კულტურას და ტრადიციებს. მზად ვართ, აქტიურად ვიმუშაოთ, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო ინტენსიური გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ბრაზილიის ელჩმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია, იყოს თავისი ქვეყნის ელჩი საქართველოში და იმუშაოს თბილისში. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პარლამენტი 15 აპრილს, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

14.04.2026.14:10

მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები 14 და15 აპრილს გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 15 აპრილს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში 30 საკითხს განიხილავს, მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები: „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა