მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0015
flag
AZN 1.6028
0.0005
flag
CNY 37.991
0.0007
flag
EUR 3.1925
0.0306
flag
GBP 3.7439
0.0376
flag
KZT 52.52
-0.0001
flag
TRY 0.0685
0
flag
USD 2.7242
-0.0006

იუსტიციის სახლების რაოდენობამ 125 შეადგინა, 2012 წელს კი, მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, საიდანაც 553 ათასი დარეგისტრირდა - პრემიერი

news image

იუსტიციის სახლების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 125 შეადგინა, 2012 წელს კი, მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა ქვეყნის მასშტაბით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აშენდა 6 ახალი იუსტიციის სახლი. 

„იუსტიციის სახლების რაოდენობამ შეადგინა ქვეყნის მასშტაბით, 125. აქაც მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა ქვეყნის მასშტაბით. 10-ჯერ არის გაზრდილი იუსტიციის სახლების რაოდენობა და ქვეყნის მასშტაბით, ძალიან მალე იუსტიციის სახლები მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. გარდა ამისა, წარმატებით მოქმედებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომელიც 143 სოფელში არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა დაფარულია იუსტიციის სახლების მომსახურებით, დაახლოებით 500 მომსახურებას უწევენ იუსტიციის სახლები ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ამასთან, მისივე თქმით, გაგრძელდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, აქედან დარეგისტრირდა 553 ათასი მიწის ნაკვეთი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სოფლის მეურნეობის განვითარებაში გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები - აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა გასულ წელს 1 მილიარდი ლარით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია - ირაკლი კობახიძე

27.06.2025.13:58

სოფლის მეურნეობის განვითარებაში გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები - აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა გასულ წელს 1 მილიარდი ლარით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

„რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას, აქაც გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა გასულ წელს 1 მილიარდი ლარით. 2023 წლის მაჩვენებელი იყო 16,6 მილიარდი, გასული წლის მაჩვენებელი არის 17,6 მილიარდი. რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს, ის ხორციელდება მსოფლიოს 107 ქვეყანაში. გეოგრაფიული დაფარვა და არეალიც მუდმივად ფართოვდება. მთლიანობაში, ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც არის ასევე რეკორდული მაჩვენებელი. 2023 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაიზარდა 250 მლნ დოლარზე მეტით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში 180 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც არის 11%-იანი მატება 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროში გრძელდება სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

„ერთ-ერთი არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სადაც გაიცა 889 მლნ ლარის 5218 სესხი 4578 ბენეფიციარზე. ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის პროგრამა. აქ 6176 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 10 849 პოლისი, გასული წლის განმავლობაში.

„დანერგე მომავალი", ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. 395 უნიკალური ბენეფიციარი დაფინანსდა 43 მლნ ლარით, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 20 მლნ ლარზე მეტი. მხარდაჭერამ მოიცვა 2400 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მაღალმთიან დასახლებებში გვაქვს სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა. ბიუჯეტი გასულ წელს შეადგენდა 9 მლნ ლარს. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამას დაეთმო 24 მლნ ლარი", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა