მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიას - პრემიერი ოპოზიციაზე

news image

EAGLE HILLS-ის პროექტთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან კარგად იციან - იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიას ეს პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი, რაც ძალიან სამწუხარო და დასანანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, არის რაღაც თემები, რაზეც არ უნდა ისპეკულირო, მაშინაც კი, როდესაც ხარ „ნაცმოძრაობის", „ლელოს", ან „ალტ ინფოს" წარმომადგენელი.

„როდესაც იცი, რომ ასრულებ დაკვეთას და ამ დაკვეთის მიზანია, საქართველოს ეკონომიკას დააკლდეს 11 მლრდ ლარი, ამ დაკვეთის მიზანია, ბიუჯეტს დააკლდეს წელიწადში 700 მლნ ლარი, როცა იცი, რომ ამ დაკვეთის მიზანია, არ შეიქმნას საქართველოში 24 000 დროებითი და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი, ამავდროულად, როცა იცი, რომ რეალურად არავითარი არაბული ქალაქები ქვეყანაში არ შენდება, უბრალოდ არ უნდა იკადრო სპეკულაცია. არის რაღაცები, სადაც, „ნაცი", „ლელო" და „ალტ ინფო" რომ ხარ, მაშინაც კი არ უნდა იკადრო სპეკულაციები, თუმცა ვხედავთ, როგორია ამ ადამიანების მორალი.

მათი ერთ-ერთი აქტივისტი. ე.წ. ჟურნალისტი გამოდიოდა ეთერში და ასეთი რაღაც თქვა, რომ შეიძლება სისულელე იყოსო, მაგრამ როდესაც ხედავ, რაღაც თემა რთულია ხელისუფლებისთვის, ბოლომდე უნდა გამოიყენოო. ესაა ამ ადამიანების მორალი. ყველაფერი ძალიან კარგად იციან - იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, იციან, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, იციან, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიას ეს პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანი,"- განაცხადა პრემიერმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიას - პრემიერი ოპოზიციაზე

26.11.2025.13:24

EAGLE HILLS-ის პროექტთან დაკავშირებით ყველაფერი ძალიან კარგად იციან - იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიას ეს პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი, რაც ძალიან სამწუხარო და დასანანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, არის რაღაც თემები, რაზეც არ უნდა ისპეკულირო, მაშინაც კი, როდესაც ხარ „ნაცმოძრაობის", „ლელოს", ან „ალტ ინფოს" წარმომადგენელი.

„როდესაც იცი, რომ ასრულებ დაკვეთას და ამ დაკვეთის მიზანია, საქართველოს ეკონომიკას დააკლდეს 11 მლრდ ლარი, ამ დაკვეთის მიზანია, ბიუჯეტს დააკლდეს წელიწადში 700 მლნ ლარი, როცა იცი, რომ ამ დაკვეთის მიზანია, არ შეიქმნას საქართველოში 24 000 დროებითი და 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი, ამავდროულად, როცა იცი, რომ რეალურად არავითარი არაბული ქალაქები ქვეყანაში არ შენდება, უბრალოდ არ უნდა იკადრო სპეკულაცია. არის რაღაცები, სადაც, „ნაცი", „ლელო" და „ალტ ინფო" რომ ხარ, მაშინაც კი არ უნდა იკადრო სპეკულაციები, თუმცა ვხედავთ, როგორია ამ ადამიანების მორალი.

მათი ერთ-ერთი აქტივისტი. ე.წ. ჟურნალისტი გამოდიოდა ეთერში და ასეთი რაღაც თქვა, რომ შეიძლება სისულელე იყოსო, მაგრამ როდესაც ხედავ, რაღაც თემა რთულია ხელისუფლებისთვის, ბოლომდე უნდა გამოიყენოო. ესაა ამ ადამიანების მორალი. ყველაფერი ძალიან კარგად იციან - იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, იციან, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, იციან, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიას ეს პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანი,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა