მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

იტალიის რესპუბლიკასა და უნგრეთში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

news image

იტალიის რესპუბლიკასა და უნგრეთში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნნენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა.

თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

თამარ ლილუაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის იგი გახლდათ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და „არ ემ ჯი“ ჯგუფის დირექტორის მოადგილე.
უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინიშნა. ნიკოლოზ ლალიაშვილი გახლდათ ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ნიკოლოზ ლალიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
თამარ ლილუაშვილი და ნიკოლოზ ლალიაშვილი ახალ პოზიციებზე საქმიანობას 1 ივლისიდან დაიწყებენ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image იმ მძღოლებს და ავტომფლობელებს, რომლებიც შეიძენენ ავტომობილებს 2026 წლის 1 აპრილამდე და მათი ტრანსპორტირება საზღვარგარეთიდან დაიწყება 2026 წლის 1 აპრილამდე, ეს ცვლილება არ შეეხება - ალექსანდრე დარახველიძე

13.02.2026.14:04

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მედიასთან განმარტა.

„ცვლილება ძალაში შედის პირველი აპრილიდან, თუმცა იმ მძღოლებს და ავტომფლობელებს, რომლებიც შეიძენენ ავტომობილებს 2026 წლის 1 აპრილამდე და მათი ტრანსპორტირება საზღვარგარეთიდან დაიწყება 2026 წლის 1 აპრილამდე, ეს ცვლილება არ შეეხებათ. ასევე ცვლილება არ ეხება რეექსპორტზე გასატან ავტომობილებს და იმ ავტომობილებს, რომელიც უკვე საქართველოშია და რეგისტრირებულია“, - აღნიშნა დარახველიძემ.

მთავრობის დადგენილებით, საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა