მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.8
0.011
flag
AZN 1.6023
-0.0002
flag
CNY 37.984
-0.0003
flag
EUR 3.1619
0.002
flag
GBP 3.7063
-0.0016
flag
KZT 52.53
-0.0004
flag
TRY 0.0685
-0.0002
flag
USD 2.7248
-0.0004

ისრაელი ირანთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა - ისრაელის მთავრობა

news image

ისრაელის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დათანხმდა. ინფორმაციას ისრაელის მინისტრთა კაბინები ავრცელებს.

„ოპერაციის მიზნების მიღწევის ფონზე და პრეზიდენტ ტრამპთან სრული კოორდინაციით ისრაელი პრეზიდენტის წინადადებას ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დათანხმდა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ისრაელის მთავრობა აგრეთვე აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ნებისმიერ დარღვევაზე მას მკაცრი რეაგირება ექნება.

როგორც ისრაელის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) თეირანის საჰაერო სივრცეში სრულ კონტროლს მიაღწია, ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას სერიოზული ზიანი მიაყენა და ირანის მთავრობის ათეულობით სამიზნე გაანადგურა.

„ისრაელმა ორმაგი უშუალო ეგზისტენციალური საფრთხე აირიდან თავიდან - ბირთვული და ბალისტიკური რაკეტები“, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

მანამდე ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალურმა თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აამოქმედა. თუმცა, ზავს წინ ირანის მიერ ისრაელის ტერიტორიის რაკეტებით დაბომბვა უძღოდა.

ცნობისთვის გვიან ღამით ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება.

 

 
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დელეგაციას შეხვდა

25.06.2025.12:36

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დელეგაციას შეხვდა, რომელშიც დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის წევრები შედიან.

მხარეებმა განიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული და დაძაბული ვითარება. აღინიშნა თურქეთის მნიშვნელოვანი როლი მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სატრანსპორტო-სატრანზიტო კუთხით.

საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საკითხს და, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ვიზიტს თურქეთში.

შეხვედრაზე აღინიშნა თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების როლი. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე იგეგმება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. აღინიშნა გასულ კვირას შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ განხორციელებული ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

ყურადღება გამახვილდა აქტიურ გაცვლებზე საპარლამენტო დონეზე, მათ შორის, კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის.

თურქულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ და საქართველოს პარლამენტში თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ჭყონიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა