ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესს - კახა კალაძე
ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა პარტიული დავალება, რომ ყველას მიელოცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღე იდენტური ტექსტებით.
„თქვენ რაც არ უნდა იწვალოთ, ამ ადამიანს აქვს განსაკუთრებული როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის მოცემულობა და რეალობა. 2011 წელს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, მანდ დაგამთავრათ ყველანი, მანდ დამთავრდა თქვენი ბოგინი ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ყოველთვის დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს. ეს არის ყველაზე მთავარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იგივე დამოკიდებულება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი, რაც ევროპაშია - კახა კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე
23.02.2026.15:44
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება, „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის შესახებ“, დაარეგულირებს იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებდა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელებისთვის კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობის აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისადმი იყოს ისეთივე დამოკიდებულება, რაც ევროპულ ქვეყნებშია.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების მიღება. თუნდაც ავიღოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მიდიან სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, არ არსებობს შანსი, რომ ბინადრობის მოწმობის გარეშე ევროპის რომელიმე სახელმწიფოში მუშაობის დაწყება შეძლონ.
რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ იგივე დამოკიდებულება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი. ვფიქრობ, ის წუხილი, რომელიც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, აღნიშნული განკარგულებით დარეგულირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.