ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს საქართველო-სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია.
პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
აღინიშნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. ერთა ლიგის პლეიოფის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
სხვა სიახლეები
საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და კანდიდატ ქვეყნებს, აღნიშნული გამოწვეულია იმ გადაწყვეტილებებითა თუ რეფორმებით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროშია დაგეგმილი - ლევან ჟორჟოლიანი
12.12.2025.13:36
ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს უსწრებს მხოლოდ ისლანდია და შვეიცარია.
„საქართველოს უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ასევე, კანდიდატ ქვეყნებს. აღნიშნული გამოწვეული არის იმ გადაწყვეტილებებითა თუ რეფორმებით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროშია დაგეგმილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს გვექნება უკეთესი შედეგები, ვინაიდან, გამჭვირვალობის კუთხით მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, სახელმწიფო შესყიდვებში ბაზრის კვლევის ეტაპის გაელექტრონულებასთან დაკავშირებით. შექმნილია MRS სისტემა, რომელიც არის აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუ. ბაზრის კვლევები ჩატარდება სრულად ელექტრონული მეთოდით, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს, აზღვევს 99%-ით. პრემიერის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ევროპის სამეულში უნდა შევიდეთ კორუფციის სიმცირით, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების გამართვა არის ამ პოლიტიკის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.