მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს

news image

დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადე ისტორიული გადაწყვეტილებისთვის - გაეროს რეზოლუციის  მხარდაჭერისათვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი შეასრულა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად გიმასპინძლოთ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოში და პატივია, გიმასპინძლოთ წარმომადგენლობით დელეგაციას სომხეთიდან.

კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ჩემი ვიზიტი მარტში, სომხეთში და მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს გულთბილი დახვედრისთვის.

საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა ეფუძნება მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ჩვენს ხალხებს შორის, მრავალსაუკუნოვან ურთიერთპატივისცემას და მოხარულები ვართ, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

მოხარული ვარ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ გარდამტეხი როლი უკვე შეასრულა ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული პრაქტიკული შედეგები.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადე ისტორიული გადაწყვეტილებისთვის - გაეროს რეზოლუციის  მხარდაჭერისათვის, რომელიც უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციების წევრები წარუდგინეს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი ლევან ჟორჟოლიანს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

08.05.2025.17:45

 

თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებულიგაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტისაფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი გვი იოპ სონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.

როგორც წერილშია აღნიშნული, გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს დაეხმაროს ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში.

 

ვაფასებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკოორდინაციო სამსახურის რეგიონული დირექტორის რანგში საქართველოში  ჩემი  ვიზიტისას თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას გაერთიანებული ერების ოჯახთან ფასდაუდებელი პარტნიორობისთვის; მადლობას ვუხდი მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გაეროს განვითარების სისტემა, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და გაეროს განვითარების კოორდინატორის რეგიონული სამსახურის მტკიცე მხარდაჭერით, გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, დაეხმაროს მას  ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში. თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებულიგაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტისაფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას ამ მიზნების მისაღწევად", - აღნიშნულია წერილში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა