ირაკლი კობახიძე - ემოციური ფონია გასაგებია, საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება
ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება - განუცხადა ჟურნალისტებს შოვში „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, როგორც კი იქნება ეს დაკვნა, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს დამატებითი კომენტარები
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ არ უნდა იჩქაროს დასკვნების გამოტანა. ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა, საბოლოო ჯამში ყველაფერი გაირკვევა, ამიტომ სასურველია, არავინ იჩქაროს დასკვნების გაკეთება. არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით, როგორც კი იქნება ეს დაკვნა, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს დამატებითი კომენტარები“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, უწყებები არიან ის სტრუქტურები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, რა ხდება, როგორ ტარდება სამუშაოები, აქედან გამომდინარე, ყველაზე კომპეტენტურები ისინი არიან.
„მე მაქვს ჩემი ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემგან არ იქნება სწორი ამ დეტალებზე საუბარი. არიან შესაბამისი უწყებები, სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ კომპეტენტური პასუხის გაცემა ამასთან დაკავშირებით. მე რაც არ უნდა ინფორმირებული ვიყო ამ ყველაფერზე, ჩემგან არ იქნება სწორი დეტალების შესახებ კომენტარების კეთება. ყველაფრით დავინტერესდებით, მე არ შევალ დეტალებში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რაც არ უნდა ბევრი ინფორმაცია მქონდეს მე არ ვარ კომპეტენტური, რომ ამ კითხვებს ვუპასუხო. არის შესაბამისი კომპეტენტური სტრუქტურები, ადამიანები, რომლებმაც უნდა უპასუხონ ამ შეკითხვას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.13:58
თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების ქსელები მოეწყო, ამ ეტაპზე კი 4 000 კვ. მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე იხარჯება.
„მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. აქ წლების წინ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა - მანქანით გავლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო და არ არსებობდა არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია. მოსახლეობას დავპირდით, რომ დავიწყებდით პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებში მოეწყობოდა ყველა საჭირო მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოწესრიგდებოდა საგზაო ინფრაქტრუქტურა და იმოძრავებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დღეისთვის სამუშაოები მიმდინარეობს ხვანჭკარის ქუჩაზე. პროექტი მიმდინარეობს შოვის ქუჩაზეც, თუმცა სამუშაოებს ამით არ ვამთავრებთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ქუჩა და ჩიხია მოსაწესრიგებელი. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ვახორციელებთ ძალიან საჭირო პროექტს ზედა დასახლებაში - ეწყობა სანიღვრე სისტემა, მონტაჟდება კოლექტორი, რომელიც ბორჯომის ქუჩაზე იქნება დაერთებული. სამუშაოებს ვაგრძელებთ და გვინდა, უახლოეს მომავალში აღნიშნული დასახლება სრულად მოვიცვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ მუხიანის აგარაკებზე, ვარდისუბნის IV შესახვევში, ნეკრესის, დაისის, ბორჯომის, ვანისა და ბორითის ქუჩებზე გზის მოწესრიგება უკვე დასრულდა. რვავე ქუჩაზე, მთლიანად შვიდ კილომეტრამდე საგზაო მონაკვეთი, 30 000კვ. მეტრი ფართობი რეაბილიტირდება, რისთვისაც გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 4 000 000 მილიონამდე ლარი იხარჯება. საგზაო სამუშაოებამდე ტერიტორიაზე მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებიც.
გარდა ამისა, გამგეობა კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს გეგმავს, რომელზეც დაერთდება ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთისა და შემდგომში დაგეგმილი სხვა ქუჩების სანიაღვრე სისტემები. უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი.
ხვანჭკარის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გაეცნენ.