მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

ირაკლი კობახიძე დღეს, ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

news image

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახსნის. კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების რიგით მეოთხე კონფერენციაზე, დღეს დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ირაკლი კობახიძე გამოსვლისას შეეხება იმ პრობლემატიკას, რომელიც ეხება ღირებულებების აღრევას თანამედროვე სამყაროში.

„ბუდაპეშტი მასპინძლობს კონსერვატიულ პოლიტიკურ მოქმედებათა კონფერენციას, სადაც იკრიბებიან მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებსაც აერთიანებს კონსერვატიული ღირებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციას ჩვენი ქვეყნის მეგობართან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გახსნის და მისასალმებელი სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეეხება იმ პრობლემატიკას, რომელიც ეხება ღირებულებების აღრევას თანამედროვე სამყაროში, დასავლურ ცივილიზაციაში, ორმაგ სტანდარტებს. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვუცავთ ქართველები, ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო მთავრობასთან ერთად იმ ღირებულებებს, რომლებიც მრავალი საუკუნეა, ჩვენი განუყოფელი ნაწილია”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. 

უნგრეთში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია ორდღიანია და ის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 29-30 მაისს გაიმართება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image დღევანდელი თარიღი გვახსენებს იმ დიდ გზას, რომელიც საქართველომ ეროვნული მონეტარული სისტემის განვითარების მიმართულებით გაიარა. ლარი არა მხოლოდ ფინანსური ერთეულია, არამედ სტაბილურობის და განვითარების სიმბოლო - შალვა პაპუაშვილი

30.05.2025.10:41

წელს ჩვენ ეროვნული მნიშვნელობის მოვლენას - ჩვენი ეროვნული ვალუტის 30 წლის საიუბილეო წლის აღნიშვნას ვიწყებთ. ლარის შემოღებით საქართველოში ახალი ეტაპი დაიწყო. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ლარის საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, ეროვნული ვალუტა იქცა ქმედუნარიან ინსტრუმენტად საქართველოს იმ ეროვნული ინტერესების გასატარებლად, რასაც მშვიდობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა ერქვა.

,,დღევანდელი თარიღი გვახსენებს იმ დიდ გზას, რომელიც საქართველომ ეროვნული მონეტარული სისტემის განვითარების მიმართულებით გაიარა. ლარი არა მხოლოდ ფინანსური ერთეულია, არამედ - ეკონომიკური სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და განვითარების სიმბოლო. მიმდინარე პერიოდში ჩვენ არაერთ საიუბილეო წელს აღვნიშნავთ. წელს ჩვენ გვაქვს კონსტიტუციის და ლარის 30 წლის იუბილეები, გაისად გვექნება ქართლის მოქცევის 1700 წლის აღმნიშვნელი ღონისძიებები. ჩვენ სამიათასწლოვანი სახელმწიფო გვაქვს და როგორც იცით, სუვერენულობის, შეიძლება ითქვას, უმთავრესი და ყველაზე გამორჩეული სიმბოლო გახლდათ ფული. მონარქიულ და ფეოდალურ სამყაროში მმართველის მიერ ფულის მოჭრა გახლდათ ის უზენაესი აქტი, რომელიც სრულად ასახავდა მმართველის უფლებას, სიმტკიცესა და ლეგიტიმაციას.
1995 წელს საქართველომ, მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დიდი ღვაწლითა და ძალისხმევით შეძლო სახელმწიფოებრიობის მთავარი მდგენელების შექმნა. მივიღეთ ქვეყნის კონსტიტუცია და გამოვუშვით ეროვნული ვალუტა. გაჩნდა სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი დოკუმენტი და ფისკალური პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი,” - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მისი განცხადებით, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უდიდესი როლი ითამაშა ეკონომიკური პოლიტიკის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად.


,,30 წლის განმავლობაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ. თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ უდიდესი როლი ითამაშა როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად, ასევე სამართლებრივი საკითხების მოსაწესრიგებლად. დღეს ქართული ლარი ღირსეულად უმკლავდება ყველა გამოწვევას და წარმოადგენს მართლაც საამაყო მემკვიდრეობას, რომელიც როგორც შინაარსობრივად, ისე გარეგნულად, სრულად გამოხატავს ჩვენი ერის ღირსებას, ისტორიას და იდეოლოგიას. ლარი, როგორც ფულადი ნომინალი, არ უნდა გაჩერდეს. მან უნდა გააგრძელოს განვითარება, დიზაინის განახლება, ახალ საჭიროებებზე მორგება, საიუბილეო კუპიურებისა თუ მონეტების გამოშვება. ქართული ლარის მეთვალყურე და მასზე მზრუნველია ეროვნული ბანკი, რომელიც წლების განმავლობაში თანმიმდევრულ და პასუხისმგებლობიან მონეტარულ პოლიტიკას ატარებს. სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით, ჩვენი საბანკო სექტორი მრავალი წელია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს. ის აგრძელებს სანდოობის განმტკიცებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ჩვენი ქვეყანა ახალი შესაძლებლობებისკენ მიჰყავს. ყველას გილოცავთ ქართული ლარის 30 წლის იუბილეს. მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ეროვნული ფულის ყოველი მომდევნო იუბილე მეტი და მეტი სიხარულის და სიამაყის მომტანი ყოფილიყოს!” - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა