ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროექტების ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნა, - ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ახალი დეპარტამენტი ზედამხედველობას გაუწევს სამინისტროს სისტემაში და მართვაში არსებული უწყებების მიერ განსახორციელებელ პროექტებს.
დეპარტამენტის ფუნქცია იქნება, ასევე, პროექტების კოორდინაცია და ხელშეწყობა, მათი მიმდინარეობის პროცესის ზედამხედველობა და შესრულების პროგრესის მონიტორინგი, პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე.
ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი მონაწილეობას მიიღებს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ინიციატივებისა და გეგმების შეფასებაში, განხილვასა და შემუშავებაში; პროექტების სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებებში.
ასევე, შეისწავლის და გააანალიზებს, მათ შორის ადგილზე მონიტორინგით, პროექტების განხორციელებისა და ცალკეული სამუშაოების შესრულების მდგომარეობას, მოამზადებს შესაბამის ანგარიშებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს.
დეპარტამენტის შექმნის შესახებ სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 9 ივნისს შევიდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
12.06.2025.13:58
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ კომისიის წევრთა საქმიანობის მიმართულებები განსაზღვრა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განაცხადა, კომისიის საქმიანობის პრიორიტეტები იქნება: ბავშვების დაცვა და შესაძლებლობების გაზრდა ციფრულ სამყაროში, ქალთა პოლიტიკური გაძლიერება, ოჯახის გაძლიერება და დემოგრაფია.
„ქალთა პოლიტიკური გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოებული მუნიციპალური არჩევნების ჭრილში, იმისათვის, რომ უფრო მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში წარმოდგენილი, კომისია კონკრეტულ აქტივობებს დაგეგმავს.
სამომავლო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, სხდომაზე ასევე ვისაუბრეთ ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების განსაზღვრაზე.
დღეს მეხანძრე-მაშველების დღეა და მინდა მივულოცო ამ პროფესიაში ჩართულ მცირერიცხოვან ქალებს პროფესიული დღე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათ პროფესიებში ქალთა ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცენტრირების საგანია", - აღნიშნა მარიამ ლაშხმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.