ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 110 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 298 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი.
არჩეული პირები სრულად აკმაყოფილებენ კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. არჩეულ პირთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. აქედან, არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობისგამოცდილება აქვს და ბოლო 9 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 22 631 პირს, რაც საერთო რაოდენობის 93.87%-ია.
ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისდიდი ნაწილი ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა. საუბნო საარჩევნო კომისიისახლადარჩეული წევრებიდან 18 677 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 1 976 - ,,საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 538 - „ახალგაზრდული ბანაკების“კურსდამთავრებულია. ეს გარემოება თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამაღლებს პროცესის პროფესიულ სტანდარტს.
ამავდროულად, ზემოთ მოცემული მონაცემები ადასტურებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში წარიმართა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.
რაც შეეხება განაცხადების რაოდენობას, 3 051 საარჩევნო უბნის 24 408 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 24 314 საკონკურსო განაცხადი, მათ შორის ხელმძღვანელი პირის ვაკანტურ ადგილზე 9 117 საკონკურსო განაცხადი, ხოლო კომისიის წევრების ვაკანტურ ადგილზე - 15 197.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
20.08.2025.11:27
ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში, ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარედგინება საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონცეფციაში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი ექნება დაკავებული რეგიონულ უნივერსიტეტებს, მათ შორის შოთა მესხიას უნივერსიტეტს.
„ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების მუდმივი და მასშტაბური განვითარება შესაბამისად, გვექნება ბევრი სიახლე ამ უნივერსიტეტისთვისაც მომდევნო წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდის უნივერსიტეტი ახალი ინფრასტრუქტურით, მომავალშიც დიდ წვლილს შეიტანს მაღალკვალიფიციური თაობის აღზრდაში ჩვენს ქვეყანაში. ამ უნივერსიტეტს აქვს გამორჩეული როლი ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. მინდა ყველას გისურვოთ, რომ გამთლიანებულ საქართველოში ამ უნივერსიტეტს შეესრულებინოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აღეზარდოს ჩვენი მომავალი თაობები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.