მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103.7
-0.0038
flag
AZN 1.5818
-0.0006
flag
CNY 38.761
0.0023
flag
EUR 3.1701
-0.0202
flag
GBP 3.6736
-0.0112
flag
KZT 53.45
0.0022
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.6893
-0.0009

გვქონდა მოლოდინი, რომ ორმაგი სტანდარტით არ იხელმძღვანელებდით და ძალადობას ისევე დაგმობდით, როგორც ევროპელი პოლიტიკური ლიდერები გმობენ ძალადობას თავიანთ ქვეყნებში - ზურაბ აბაშიძე

news image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს. შეხვედრაზე კონგრესის დელეგატმა გაერთიანებული სამეფოდან სტიუარტ დიქსონმა საქართველოში ვიზიტის შესახებ მოხსენება წარადგინა. მისი მოხსენების შემდეგ, კონგრესის წინაშე სიტყვით ზურაბ აბაშიძე გამოვიდა და გასული წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა.

კონგრესში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ ანგარიშში, რომელიც დღეს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე წარადგინეს, ერთი ფრაზით მაინც მოხდებოდა იმ ძალადობის დაგმობა, რომელიც 4 ოქტომბერს არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ. მისივე თქმით, ანგარიშში ასევე არ არის ნახსენები ის, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული იყო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა.

„გვქონდა მოლოდინი, რომ ორმაგი სტანდარტით არ იხელმძღვანელებდით და აღნიშნულ ძალადობას იმავე ხარისხით დაგმობდით, როგორითაც ევროპელი პოლიტიკური ლიდერები გმობენ ძალადობას თავიანთ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გამოსვლის ბოლოს ზურაბ აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების პროცესში კონგრესი პოზიტიურ როლს შეასრულებს.

„გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი პოზიტიური განწყობა და მზადყოფნა ვითანამშრომლოთ ევროპული ქარტიის მონიტორინგის მისიასთან. გვჯერა, კონგრესი პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულების პროცესში და მონიტორინგის მისიის დროს მოგვეცემა შესაძლებლობა დეტალურად გავაზიაროთ ჩვენი ხედვები და არგუმენტები“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს საკითხის გარდა, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაზე გაიმართება დებატები და კენჭისყრა მონაკოში, მონტენეგროში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულების მონიტორინგის ანგარიშების შესახებ. იმსჯელებენ ბულგარეთსა და სომხეთში ადგილობრივი დემოკრატიის მხრივ არსებული ვითარების შესახებ. ასევე გაიმართება დებატები და კენჭს უყრიან კოსოვოში, ესტონეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სან-მარინოში ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებელთა ანგარიშებს. შეხვედრის ფარგლებში, დელეგატების მიერ განხილული იქნება მონიტორინგის კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - ინვესტიციების მომავალი

03.02.2026.16:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - ინვესტიციების მომავალი.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს და აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ქვეყანაში უზრუნველყოფილია სწრაფი ეკონომიკური ზრდა.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში. 2021 წლიდან 2025 წლამდე ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულშია ეკონომიკური ზრდის მიხედვით. ამას რამდენიმე მიზეზი ამყარებს: პირველია პოლიტიკური სტაბილურობა. ვიტყოდი, რომ ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი საკმაოდ რთულია: რეგიონში - უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ჩვენს ირგვლივ არსებული სიტუაცია საერთო ჯამში არ არის მარტივი. თუმცა, ამ სირთულეების მიუხედავად, პოლიტიკური სტაბილურობა და უწყვეტი მშვიდობა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. საგადასახადო განაკვეთები ძალიან დაბალია და გვაქვს სწორი საგადასახადო პოლიტიკა, რაც კარგ პირობებს ქმნის საქართველოში საინვესტიციო საქმიანობისთვის. გვაქვს მარტივი ბიუროკრატია, რაც ასევე ქმნის კარგ პირობებს ეკონომიკური საქმიანობისთვის. ასევე, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა ეფექტური მართვით გამოირჩევა. ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონეა. თუ საერთაშორისო, გლობალურ ინდექსებს გადავავლებთ თვალს, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზე ვართ კორუფციის დაბალი დონით. ევროკავშირის 8-9 წევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს. ყოველივე ეს კარგ პირობებს ქმნის საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სწორედ ეს არის ჩვენი ხედვა: სწორი გარემო შევქმნათ საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ეს მიდგომა საკმაოდ კარგად მუშაობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა გლობალურ რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ პოლიტიკასა და უსაფრთხოებასთან ერთად, ამას ხელს უწყობს ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობაც.
„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სტრატეგიული მდებარეობა საუკეთესოდ გამოვიყენოთ. ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, დაკავშირებადობაში. მსხვილი კაპიტალდაბანდება ხორციელდება მაგისტრალებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, ციფრულ დაკავშირებადობაში. შავი ზღვის სანაპიროზე ვგეგმავთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის. მაგისტრალების მშენებლობაში ვდებთ ინვესტიციებს, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით გვქონდეს თანამედროვე ჩქაროსნული მაგისტრალები 2030 წლისთვის. განვახორციელეთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია. დიდი ინვესტიციები იდება ასევე ციფრულ დაკავშირებადობაში. ვცდილობთ გლობალური მასშტაბით გავაფართოოთ ეკონომიკური თანამშრომლობის არეალი. ამჟამად საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს 40-ზე მეტ ქვეყანასთან. ესენია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები, ჩინეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება განვითარებაში და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემდგომ ხელშეწყობაში. მოზიდული გვაქვს 8 მილიარდზე მეტის ინვესტიცია. საუბარია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა და საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს დიდი მიღწევაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემიძლია გაგიზიაროთ ეკონომიკური პარტნიორებისთვის საქართველოს სანდოობის დასადასტურებლად: საქართველომ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები გამოუშვა. მისი განთავსება სულ ახლახან ლონდონის ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე განხორციელდა. მასზე მოთხოვნა 5.5-ჯერ მეტი იყო და 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ესეც ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ დიდ ინტერესს და ჩვენი ეკონომიკის სანდოობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობის ერთ-ერთი მაგალითია ისიც, რომ კომპანია Eagle Hills-მა 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

„ეს არის პროექტი უძრავი ქონების ბაზარზე, რომლის განხორციელებაც საქართველოში დაიწყო და წინასწარი გაყიდვების შედეგებს თუ შევხედავთ, სახეზეა ძალიან მაღალი ნდობა საქართველოს მიმართ ყველა შესაბამისი ეკონომიკური სუბიექტის მხრიდან. საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა იკვეთება უძრავი ქონების ბაზარზე, მასპინძლობის სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში - რომელიც ძალიან სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდება. ეს ყველა ფაქტორი ქმნის მიმზიდველობას და ინვესტორთა ინტერესს განაპირობებს. საქართველოს ენერგეტიკის სფეროში კაპიტალდაბანდებაც მომგებიანია. ჩვენი გეგმაა, საშუალოვადიან პერიოდში გავზარდოთ ენერგიის წარმოება 4800 მეგავატიდან 12 500 მეგავატამდე 2035 წლისთვის. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით და ამიტომ ინვესტიციები ამ და სხვა - მზისა და ქარის - ელექტროსადგურებში სარგებელს მოუტანს ინვესტორებსა და ქვეყანას. საქართველოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ჩვენი სურვილია, ეკონომიკური თანამშრომლობა გავაფართოოთ. ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და ამ დარბაზში ყველას მოვუწოდებ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პანელურ დისკუსიაში სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა