გვქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ვფიქრობთ, მასშტაბურად გავაფართოოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა - პრემიერი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენს ქვეყანაში უნდა გახდეს ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უმაღლესი განათლებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.
პრემიერის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაციები უნივერსიტეტის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან და იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის გაფართოება.
„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია მოიცავს ქუთაისის უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარებასაც. დღეს ჯერ კიდევ შეზღუდულია, მათ შორის, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. თანდათან ვითარდება ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები, მათ შორის, კონტინგენტი, რომელსაც იღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები უნივერსიტეტის დამფუძნებელთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ვფიქრობთ, მასშტაბურად გავაფართოოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ისე, რომ უნივერსიტეტმა შეძლოს საბოლოო ჯამში, ათიათასობით სტუდენტის მიღება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენს ქვეყანაში უნდა გახდეს ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უმაღლესი განათლებისთვის. ეს არის ზოგადი ხედვა, დანარჩენი დეტალები იქნება განსაზღვრული სწორედ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციით. რაც შეეხება ადრონული თერაპიის დანერგვას, ფონდი „ქართუ“ წარმართავს შესაბამის სამუშაოებს. მე მქონდა კონსულტაციები ფონდის ხელმძღვანელობასთან და სათანადო ვადებში ეს საკითხიც იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
31.07.2025.10:34
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ბრაზილიიდან იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე საბაჟო გადასახადებს 50%-მდე ზრდის.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გამო, რომ ბრაზილიის მთავრობის ქმედებები „საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას“.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბაჟის გაზრდა დაკავშირებულია სასამართლო პროცესთან, რომელიც ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მიმდინარეობს.
ვაშინგტონის აზრით, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო ბრაზილიის მთავრობის ნაბიჯები ზიანს აყენებს „კომპანიებს, მოქალაქეთა სიტყვის თავისუფლებას, საგარეო პოლიტიკასა და აშშ-ის ეკონომიკას“.