გვინდა, უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს, ბიზნესმენებთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ეს ანალიზი მომზადდება ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით - ირაკლი კობახიძე
 
            ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან. ჩვენ გავაცანით ასოციაციის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს განათლების კონცეფციის შინაარსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს განათლების კონცეფციის შვიდივე პუნქტი.
„გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხზე, ეს არის შრომის ბაზრის ანალიზი. ჩვენ გვინდა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნოს შრომის ბაზრის ანალიზს. ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება ბიზნესის დახმარება, მათი მხარდაჭერა. დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით, თანამონაწილეობით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმას აქვს საგანგებო მნიშვნელობა ბიზნესისთვის.
„როგორც მოგეხსენებათ, არსებითად ქვეყანაში არის ორი დამსაქმებელი, ეს არის საჯარო სექტორი და კერძო სექტორი, აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობაც არის მნიშვნელოვანი. დეფიციტი არის ბევრი მიმართულებით. არის დისციპლინები, სადაც ჭარბად მიიღება სტუდენტები და არის დისციპლინები, სადაც არის ძალიან სერიოზული დეფიციტი. შრომის ბაზარზე არის ბევრად მაღალი მოთხოვნა, თან არის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი პროფესიები, თუმცა სამწუხაროდ, სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ ასეთ სპეციალობებს. ჩვენ გვინდა, რომ სწორად დავაბალანსოთ ეს საკითხი და მაქსიმალურად შრომით ბაზარზე მორგებით, გადავანაწილოთ კვოტები დისიპლინების მიხედვით და უნივერსიტეტების მიხედვით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
            
            
        სხვა სიახლეები
 დარწმუნებული ვარ, 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში თბილისელებს საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენთ, ყველა ის პროექტი, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა, შესრულებული იქნება - თინათინ ნიბლოშვილი
                დარწმუნებული ვარ, 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში თბილისელებს საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენთ, ყველა ის პროექტი, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა, შესრულებული იქნება - თინათინ ნიბლოშვილი
                31.10.2025.16:38
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისის საკრებულოს წევრებს და დედაქალაქის მთავრობას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. თინათინ ნიბლოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ამჯერად ჩაერთვება საკრებულოს საქმიანობაში.
„მინდა მოგილოცოთ ყველას ის საპასუხისმგებლო მისია, რომელსაც ჩვენი მულტიკულტურული, ისტორიით სავსე ქალაქის სამსახურში ყოფნა ჰქვია. დედაქალაქის მერმა თბილისის მომავალ მთავრობაში წარმოადგინა ის ადამიანები, რომლებსაც უკვე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქალაქის განვითარებაში. ამბიციური გეგმები, რომლებიც მომავალი 4 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს, სწორედ ამ გუნდის თაოსნობით განხორციელდება.
სამწუხაროდ, წინა 4 წლის განმავლობაში ჩვენი ოპონენტების სკამები ცარიელი იყო ამ დარბაზში. მათი გარკვეული ნაწილი შეუერთდა რადიკალურ ჯგუფებს დედაქალაქის ქუჩებში. მე იმედი მაქვს, რომ მომავალი 4 წელი იქნება განსხვავებული, ოპოზიცია აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი დედაქალაქელების მიმართ და ჩაერთვება საკრებულოს საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში თბილისელებს საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენთ, ყველა ის პროექტი, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა, შესრულებული იქნება.
მე მინდა მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო როგორც დედაქალაქის მომავალ მთავრობას, ასევე ჩემს კოლეგებს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
