მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7056.6
0.0209
flag
AZN 1.6165
-0.0003
flag
CNY 37.802
-0.0039
flag
EUR 3.1143
-0.0096
flag
GBP 3.6648
-0.0084
flag
KZT 53.42
-0.0016
flag
TRY 0.0715
0.0001
flag
USD 2.7487
-0.0005

გვესმის, რომ პოლიტიკური კონკურენცია გულისხმობს შეჯიბრებითობას და პოლემიკას, მაგრამ ხანდახან არსებობს ეთიკის ზღვრები და მორალური შემზღუდავი ფაქტორები - ლევან დავითაშვილი

news image

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნეგატიურ შეფასებებს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

 

გვესმის, რომ პოლიტიკური კონკურენცია და პოლიტიკური პროცესები თავის თავში გულისხმობს კონკურენციას და შეჯიბრებითობას, სხვადასხვა საკითხზე პოლემიკას, მაგრამ ვფიქრობ, ხანდახან არსებობს ეთიკის ზღვრები და მორალური შემზღუდავი ფაქტორები, რომელზეც მე ხშირად ვსაუბრობდი ხოლმე და ესეთი ერთ-ერთია ეკონომიკური პროცესები. ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე და არ არის კონკრეტულად ერთი ჯგუფის წარმატება ან წარუმატებლობა. ეს არის მოქალაქეების კეთილდღეობასთან პირდაპირ დაკავშირებული, ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკური პროცესების ზიანზე, ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ხშირად მსგავსი უსაფუძვლო განცხადებები საქართველოს ეკონომიკაზე ვრცელდება ისეთი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ ისინი წარმოადგენენ ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს და განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ. „ამიტომ პრემიერის განცხადება და შეფასება იყო ძალიან მკაფიო და საზოგადოებისთვის გასაგები. საზოგადოებამ თვითონ უნდა შეაფასოსრეალობა ერთია და პოლიტიკოსების განცხადებები და პროგნოზები, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის, საბედნიეროდ, არ სრულდება, განსხვავებული," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა

01.05.2025.14:14

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი და „თანავინსტერების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს დაევალა 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება.

გადაწყვეტილება მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა გამოაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა, სასამართლომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

„საქმე იხილებოდა გამარტივებული წესით. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა და განისაზღვრა 7-დღიანი გასაჩივრების ვადა. დაკმაყოფილდა ასევე, ჩვენი მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მიემართება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ჩვენ მივმართავთ კანონით განსაზღვრულ ვადებში აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ჩვენი მხრიდან ძირითადი მოთხოვნა იყო ბიტკოინების დაბრუნება, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ბატონმა გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის 9000-მდე ბიტკოინი მიითვისა. ეს იყო ძირითადი მოთხოვნა, რაც დაკმაყოფილდა. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება, არ აღმოაჩნდება ეს ბიტკოინები, ჩვენ ვიცით, რომ ის ახდენდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და სხვადასხვა ფორმას აძლევდა ამ მითვისებულ ბიტკოინებს, მაშინ იგი ვალდებული იქნება დაზარალებულ მხარეს დაუბრუნოს ამ ბიტკოინების ღირებულება გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის არსებული რაოდენობით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, სოფო ქურდაულის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას გაასაჩივრებს.

„ამ საქმეზე ჩვენი მთავარი არგუმენტი იყო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ არის საბოლოო, არ არის შესული კანონიერ ძალაში, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ამ განაჩენის საფუძველზე განეხილა საქმე დაჩქარებული წესით, ვინაიდან აღნიშნული განაჩენის გასაჩივრების ვადა გიორგი ბაჩიაშვილს გასული არ აქვს. გიორგი ბაჩიაშვილის ქონებას ყადაღა შვიდი მარტიდან ადევს. დაყადაღებულია არა მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის კუთვნილი ქონება, არამედ სხვა პირების უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც საქმეში არც მხარეს და არცერთი სტატუსით ჩართულები არ ყოფილან, დღეს სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადგინა არა მხოლოდ ბაჩიაშვილის, არამედ სხვა პირების ქონების რეალიზაცია. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ“, – განაცხადა სოფო ქურდაულმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა