გვაქვს ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას - ეს ინიციატივა გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის - ირაკლი კობახიძე
 
            მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას - ეს ინიციატივა გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
პრემიერის თქმით, ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია.
 
„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ კორუფციასთან ბრძოლაზე. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში. მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას. ეს არის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც, გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის. ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია. მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს უზრუნველყოფს ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში, ეს აისახება შესრულებული სამუშაოების ხარისხზეც", - განაცხადა პრემიერმა.
 
            
            
        სხვა სიახლეები
 დარწმუნებული ვარ, 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში თბილისელებს საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენთ, ყველა ის პროექტი, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა, შესრულებული იქნება - თინათინ ნიბლოშვილი
                დარწმუნებული ვარ, 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში თბილისელებს საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენთ, ყველა ის პროექტი, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა, შესრულებული იქნება - თინათინ ნიბლოშვილი
                31.10.2025.16:38
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა წარადგინა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისის საკრებულოს წევრებს და დედაქალაქის მთავრობას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. თინათინ ნიბლოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ამჯერად ჩაერთვება საკრებულოს საქმიანობაში.
„მინდა მოგილოცოთ ყველას ის საპასუხისმგებლო მისია, რომელსაც ჩვენი მულტიკულტურული, ისტორიით სავსე ქალაქის სამსახურში ყოფნა ჰქვია. დედაქალაქის მერმა თბილისის მომავალ მთავრობაში წარმოადგინა ის ადამიანები, რომლებსაც უკვე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი ქალაქის განვითარებაში. ამბიციური გეგმები, რომლებიც მომავალი 4 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს, სწორედ ამ გუნდის თაოსნობით განხორციელდება.
სამწუხაროდ, წინა 4 წლის განმავლობაში ჩვენი ოპონენტების სკამები ცარიელი იყო ამ დარბაზში. მათი გარკვეული ნაწილი შეუერთდა რადიკალურ ჯგუფებს დედაქალაქის ქუჩებში. მე იმედი მაქვს, რომ მომავალი 4 წელი იქნება განსხვავებული, ოპოზიცია აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი დედაქალაქელების მიმართ და ჩაერთვება საკრებულოს საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, 4 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში თბილისელებს საქმიანობის ანგარიშს წარვუდგენთ, ყველა ის პროექტი, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა, შესრულებული იქნება.
მე მინდა მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო როგორც დედაქალაქის მომავალ მთავრობას, ასევე ჩემს კოლეგებს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
