გუშინდელი კამპანია თვალჭრელიძის ქუჩასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ პარტიული ტელევიზიებით, მათი დაბალი პოლიტიკური კლასის მაჩვენებელია - კონსტანტინე ზარნაძე
„გუშინდელი კამპანია თვალჭრელიძის ქუჩასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ პარტიული ტელევიზიებით, მათი დაბალი პოლიტიკური კლასის მაჩვენებელია“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.
„რას ემსახურება კამპანია, რომელსაც მთელი მონდომებით აწერენ დედაქალაქის მერიას და მერს, კახა კალაძეს? ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ მოდის არჩევნები და იწყება საარჩევნო პროცესი. იციან დედაქალაქის მერის ძალიან მაღალი რეიტინგი და იმ პირობებში, როგორშიც ოპოზიცია იმყოფება, ცდილობენ რამენაირად ცილი დასწამონ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს. ეს არ დააზარალებს კახა კალაძეს, პირიქით, მათი სირცხვილის, უცოდინარობისა და დაბალი კულტურის მაჩვენებელია ის პროცესები, რომლებიც მოსახლეობაში უნდათ წარმართონ“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, მოსახლეობისთვის პირველ დღეს ამ პროცესების ნახვა ძალიან ემოციურია, თუმცა, როცა გადაივლის პროცესი, ადამიანები შავს და თეთრს კარგად არჩევენ.
„ყველამ კარგად იცის, რისკენაა მიმართული ეს კამპანია. დამერწმუნეთ, რომ მსგავსი ქმედებები, ნაბიჯები და განცხადებები რამდენიმე დღეში ზუსტად ისევ მათ უტრიალდებათ, თან უფრო მეტი სიმძაფრით, რადგან მათ დაბალ რეიტინგსა და დაბალ პოლიტიკური კლასზე მიუთითებს“, - აღნიშნა კონსტანტინე ზარნაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.17:27
თვალჭრელიძის ქუჩაზე განხორციელებულ აღსრულების პროცესს დღეს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ოპონენტების მიერ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასა და თვალჭრელიძის ქუჩაზე განხორციელებულ აღსრულების პროცესს შორის პარალელის გავლება არასწორია. ნიკოლოზ კახეთელიძის განმარტებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე კერძო მესაკუთრემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რათა იქ შეჭრილი ხალხის გამოსახლება მომხდარიყო. რაც შეეხება თევდორე მღვდლის ქუჩას, ნიკოლოზ კახეთელიძის თქმით, აქ საქმე ადამიანების საკუთრებაში არსებულ ფართებს ეხებოდა. როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობოების მხრიდან წამოწყებული კამპანია მხოლოდ და მხოლოდ კახა კალაძის წინააღმდეგაა მიმართული.
„თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ობიექტში თბილისში რეგისტრირებული მხოლოდ ცხრა ოჯახი ცხოვრობდა. ბოლო ორი წელია თბილისის მერია ავარიული შენობიდან ქირით გაყვანის შესახებ მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ ცხრიდან ექვსმა ოჯახმა გამოსვლაზე ოფიციალური უარი განაცხადა, რაც დოკუმენტაციით დასტურდება. ეს მშვენივრად იციან ჩვენმა ოპონენტებმა, მაგრამ ამ კამპანიას კახა კალაძის წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებენ, “- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.