მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

გურამ ოქროპირიძე ოპოზიციას: ორ წელიწად-ნახევარი დემაგოგიაში გაატარეთ და ვიმედოვნებ დარჩენილ დროს მეტად პროდუქტიულად გამოიყენებთ

news image

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის ცვლილების შემდეგ დედაქალაქის ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს მიაღწევს  და ჯამში 2 004 389,6 ათას ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტის მერიამ, მისმა შესაბამისმა სამსახურებმა და რაიონულმა გამგეობებმა მაქსიმალურად გაითვალისწინეს თბილისის საკრებულოს კომისიის რეკომენდაციები, რაც აისახა ბიუჯეტის ცვლილების პროექტში. სხვადასხვა პრიორიტეტულ პროგრამებთან ერთად იზრდება სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებების დაფინანსება 22 144,9 ათასი ლარით და მთლიანობაში შეადგენს 39 061,6 ათას ლარს.

მისი თქმით, ბიუჯეტის მატება მოხმარდება სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქციას, თბილისის მასშტაბით ღია ტიპის სკეიტმოედნების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და სამშენებლო სამუშაოებს.

„კახა კალაძემ დააანონსა, რომ დიღმის მასივში აშენდებოდა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი და უკვე მიმდინარე ცვლილებით 5 მილიონამდე ლარი გამოიყოფა სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპისთვის. ეს იქნება გარდამავალი პროექტი და ნაწილი იმ კონცეფციისა, რომელიც გულისხმობს თბილისი ყველა რაიონში მასშტაბურ სპორტულ ცენტრებზე ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ.

 საკრებულოს წევრის თქმით, იზრდება თბილისის სპორტისა და ახალგაზრდული ცენტრების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, გრძელდება მუშაობა eurodesk.ge-სა და ევროპის ახალგაზრდული ბარათის (youth card) განვითარების მიმართულებით.

„მნიშვნელოვანი სიახლეა ახალგაზრდული ბარათი, რომელიც საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში ახალგაზრდებს შესთავაზებს სერვისებსა და პროდუქტებზე წვდომას საბაზრო ფასზე ნაკლებად. აღნიშნული პროექტების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება და ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი. აგრეთვე, რეკომენდაციების შესაბამისად, ერთ მილიონ ლარზე მეტით იზრდება პროგრამა კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებებისა რაიონებში (08 11), რაც თბილისის სხვადასხვა რაიონში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებს მოხმარდება“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ.

დღესვე გურამ ოქროპირიძე ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„ცოტა უცნაურია,  რომ ყოველ სხდომაზე ვისმენთ განცხადებებს, თითქოს არაფერი კეთდება. თუ ასე ფიქრობთ, მაშინ მოამზადეთ ალტერნატიული ფინანსური დოკუმენტი  და მოდით არგუმენტებით. ორ წელიწად-ნახევარი დემაგოგიაში გაატარეთ  და ვიმედოვნებ დარჩენილ დროს მეტად პროდუქტიულად გამოიყენებთ“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სომხეთში მთავრობის წევრებთან შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით - მარიამ ქვრივიშვილი

20.02.2026.17:50

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, ისევე როგორც ახალი გეგმების შესახებ, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ქვეყნებს შორის სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთა შორის კავშირებს,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ერთდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩატრიანს, ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანსა და ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანს შეხვდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხეთის მთავრობის წევრებთან საუბარი წარიმართა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ტურიზმზე, ავიაციაზე, ტრანსპორტზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა რკინიგზაზე.

„შეხვედრებზე განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციას უშუალოდ სიმბოლური ტარიფის დაწესების თვალსაზრისით, რაც აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ხელშეწყობას უზრუნველყოფს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, სომეხ კოლეგებთან შეხვედრებზე ასევე საუბარი წარიმართა ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობების გაღრმავებაზე, მათ შორის, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. „აღნიშნული გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული ვაჭრობას, ექსპორტ-იმპორტს, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული ქვეყნის როლს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც სომხეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტს, ასევე ტრანზიტს საქართველოს გავლით," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება, რაზეც მაღალი დონის შეხვედრებზე გაამახვილეს ყურადღება, ვაჭრობა იყო. „ჩვენ გვინდა ვიხილოთ მეტი ქართული პროდუქცია სომხეთში და ამისთვის განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან. ვფიქრობთ, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის მზარდ დინამიკას ვიხილავთ," - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს დელეგაციაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა