გუნდი, რომელიც უკვე გამოცდილია და მრავალ პრობლემას არის შეჭიდებული, მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქმიანობა მომავალში უფრო წარმატებით განაგრძოს - გურამ ნიკოლაშვილი
„როგორი იქნება 21-ე საუკუნის თბილისი სწორედ თქვენმა საქმიანობამ უნდა განსაზღვროს“ - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა თბილისის მერს კახა კალაძეს საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე. გურამ ნიკოლაშვილმა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც კახა კალაძის ხელმძღვანელობით დედაქალაქში განხორციელდა და განაცხადა, რომ გუნდი, რომელიც უკვე გამოცდილია და მრავალ პრობლემას არის შეჭიდებული, მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქმიანობა მომავალში უფრო წარმატებით განაგრძოს. გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, ის პროექტები, რომლებიც მერიამ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს, საბოლოო ჯამში მოგვცემს მთლიანი ტრანსფორმაციის სურათს.
„პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, კონკრეტული პროექტების განხორციელება და ინტენსიური მუშაობა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობას“- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს.
„ქართული ოცნება“ არაფერს კრძალავს. ეს არის სასამართლოს პრეროგატივა. არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი რიგი პარტიები ღიად არიან ჩართულნი რადიკალიზმსა და ქვეყნის საბოტირებაში. კითხვებზე პასუხების გაცემა კი საკონსტიტუციო სასამართლოში მოგიწევთ. ეს არის სწორედ ის წყალგამყოფი, რაც ჰყოფს დესტრუქციულ პარტიებს, იმ პარტიებისგან, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას კონსტიტუციურ ჩარჩოში აგრძელებენ“- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა – Vision Air-მა ოპერირება დაიწყო
სხვა სიახლეები
როდესაც ქვეყანაში საქმიანობას ვიწყებთ ჩვენ ვასაქმებთ ადგილობრივ არქიტექტორებს, ადგილობრივ დიზაინერებს, ვიყენებთ ადგილობრივ მასალას - მოჰამედ ალაბარი
03.11.2025.10:42
მხოლოდ ჩვენ ვერ შევცვლით, ჩვენ შეგვიძლია ცვლილებაში როლი შევასრულოთ, - განაცხადა Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა, რითაც უპასუხა კითხვას - როგორ შეცვლის ინვესტიცია ქართულ ბიზნესგარემოს?
მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პროექტის ფარგლებში, დასაქმებულები ძირითადად ქართველები იქნებიან და გამოყენებული იქნება ადგილობრივი მასალა.
„კარგია რომ ასეთი დიდი პროექტებისას, ბევრი ადამიანი არის ჩართული. როგორც წესი, როდესაც ქვეყანაში საქმიანობას ვიწყებთ, ჩვენ ვასაქმებთ ადგილობრივ არქიტექტორებს, ადგილობრივ დიზაინერებსა და მუშახელს, ვიყენებთ ადგილობრივ მასალას. ეს ჩვენთვის წესია. მე არ მსურს საქართველოში ავაშენო კარგი ფრანგი არქიტექტორის მიერ შექმნილი შენობა, მიყვარს ფრანგები, ინგლისელები და ამერიკელებიც, მაგრამ მიმაჩნია რომ ადგილზე, ადგილობრივებმა უნდა შექმნან შენობა-ნაგებობები. ეს ჩვენი ფილოსოფიის ნაწილია. ჩვენი ადგილობრივი ოფისიც, სწორედ ქართველი დიზაინერის მიერ არის შექმნილი, გაკეთებულია ქართველების მიერ და ის ეკუთვნის საქართველოს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასე რომ მგონია, როდესაც საუბარი ეკონომიკურ განვითარებას ეხება, გასათვალისწინებელია რომ ეს ძალიან მსხვილი პროექტია, ძალიან დიდი თანხა ბევრ სხვადასხვა წარმოებაში დაიხარჯება - მშენებლობა, შესაბამისი მასალა, არქიტექტორები, მუშახელი, ინჟინრები. ამავე დროს ჩვენ ვართ მომსახურების სფეროში, - შემოგყავს ტურისტები, ასაქმებ ადგილობრივებს, სასტუმროები ფერმერებისგან ნაწარმს ყიდულობენ, სხვადასხვა ნაწარმს. ასე იკვრება წრე.
რაც შეეხება უძრავი ქონების ბიზნესს, ჩვენი ნაწარმის ნახევარი, 60 პროცენტიც, საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი, შესაბამისად სახელმწიფოში უცხოური კაპიტალის შემოდინებაა - ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებათ აქ ქონების შესყიდვა, ქართველებს რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ბევრ სხვა ერს, რომელსაც ეს ქვეყანა მოსწონს და უყვარს, - ეს მათთვის მეორე სახლი თუ დასასვენებელი ადგილი იქნება. შესაძლოა აქ საცხოვრებლადაც გადმოსვლა სურდეთ. ყველაფრის ერთობლიობა, ნამატი გადასახადებთან ერთად, - ამ გზით წვლილი შეგვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც გახლავთ, თანამედროვე, ახალი დასახლებების შექმნა, ეს დასახლებები იქნება კარგი დიზაინის, გარემოს დაცვით გათვალისწინებული, ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მთავარია ეს იქნება მდგრადი პროცესი. ყველაფერი რასაც შვილებს ვპირდებით უნდა ავასრულოთ. პასუხისმგებლობა ჩვენია რომ ეს ცხოვრება ლამაზი გავხადოთ. მე ამასთან დაკავშირებით მუდამ ვფიქრობ, თუ როგორ შევქმნათ ლამაზი ყოფა, როგორ ვცეთ ადამიანებს პატივი ამ გზით, რომ შევქმნათ ისეთი გარემო მათთვის, რომ მათ შვილებთან და მეგობრებთან ერთად ბედნიერად იცხოვრონ“, - განაცხადა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.