გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით - ცესკო
26 ოქტომბრის არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ კვლავ არ წყდება ამ არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია და მცდელობა ხელოვნურად გაძლიერდეს ნარატივი თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. უფრო მეტიც, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს და დამახინჯებული ფაქტების მიწოდებით საზოგადოებაში შექმნას აღქმა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული. ეს ხდება იმ ფონზე, როცა მთელი წლის განმავლობაში ვერცერთმა დაინტერესებულმა მხარემ, რომელიც დღეს არჩევნების ვითომდა გაყალბებაზე საუბრობს, ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა, მათ შორის ვერც პროკურატურისა და სასამართლოსთვის, რომელიც თუნდაც მინიმალურად გაამყარებდა ,,გაყალბების’’ ბრალდებებს.
საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი 3 111 საუბნო საარჩევნო კომისიის 53 210 წევრიდან 25 261 უფლებამოსილი 9 პარტიის მიერ იყო დანიშნული. კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ თითოეული კომისიის 17 წევრიდან 8 ე.წ. ოპოზიციური პარტიების კვოტით იყო დანიშნული, რაც უზრუნველყოფდა გადაწყვეტილებების ბალანსს და პროცესის მრავალპარტიულ კონტროლს. აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი მათგან მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა. ისევე, როგორც შემაჯამებელი ოქმები ძირითადად კომისიის წევრთა დიდი უმრავლესობით იქნა ხელმოწერილი, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ პროცესს აკვირდებოდა ათობით ათასი ადგილობრივი და საერთაშირისო დამკვირვებელი, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი.
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა, რომლის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთვლელი აპარატის შედეგები კი ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დამახასიათებელია საარჩევნო პრაქტიკისთვის და არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს არჩევნების ლეგიტიმურობის უგულებელყოფის საფუძველს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც დასკვნაში არჩევნების გაყალბებაზე საუბარი არ არის.
ამასთანავე, ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებაში აღნიშნულია, რომ კენჭისყრის დღე ზოგადად კარგად იყოორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა. ეს შეფასებაწარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დასტურს იმისა, რომ არჩევნების დღეს არსებითი დარღვევები არდაფიქსირებულა. პროცედურული ორგანიზებულობა მოიცავს ყველა იმ მოქმედებას, რომელიც უშუალოდუკავშირდება კენჭისყრის დღის ადმინისტრირებას - საარჩევნო უბნების გახსნასა და დახურვას, ხმის მიცემისპროცესის მართვას, ფარულობის უზრუნველყოფას, ამომრჩეველთა იდენტიფიცირებას, ხმის დათვლას დაშედეგების შეჯამებას.
შესაბამისად, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ ეს პროცესი კარგად იყოორგანიზებული პროცედურული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ტექნიკური და სამართლებრივიპროცედურები სწორად და გამართულად შესრულდა. ასეთ პირობებში “არსებით დარღვევებზე” საუბარითავიდანვე ვერაფრით იქნება დასაბუთებული, რადგან სწორედ პროცედურული სიზუსტე განსაზღვრავსარჩევნების სანდოობას და შედეგების ლეგიტიმურობას.
ამრიგად, ეუთო/ოდირის ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებიჩატარდა ორგანიზებულად, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაცგამორიცხავს ნებისმიერი ტიპის გაყალბების თეორიულ შესაძლებლობასაც კი.
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ რიგი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აგრძელებენ ხმაურიან განცხადებებს გაყალბებაზე, ვერც მათ წარმოადგინეს ე.წ. გაყალბების ფაქტები.
ამრიგად, ნათელია, რომ ,,გაყალბების’’ თემა წარმოადგენს რეალობის შეგნებულად დამახინჯების - გაყალბების მცდელობას, კერძოდ კი კამპანიას, რომელიც საზოგადოებაში უნდობლობის დათესვას და არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას ემსახურება და საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი წევრების პირდაპირ თუ ირიბ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
ამასთან, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირება მაღალპროფესიული სტანდარტით განხორციელდა. 2024 წლის პარლამენტის არჩევნების შემდგომ პერიოდში წარმატებით ადმინისტრირებული საარჩევნო პროცესი მიზანმიმართულად გადაიფარა უსაფუძვლო ბრალდებებითა და საინფორმაციო მანიპულაციებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი, როცა შედარებით ნაკლები იყო პოლიტიკური ინტერესი არჩევნების არადემოკრატიულად გამოცხადების მიმართულებით, საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა რეალურად დაენახა, როგორ მიმდინარეობდა საქართველოში თანამედროვე სტანდარტებით ორგანიზებული არჩევნები - გამართული, გამჭვირვალე, უსაფრთხო, ტექნიკურად ზუსტი და სამართლებრივად დაცული პროცესი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობას.
სხვა სიახლეები
ლევან ჯაფარიძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა
28.10.2025.14:57
თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ 2024-2025 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
პრეზენტაცია კრწანისის რაიონის გამგეობაში გაიმართა.
ლევან ჯაფარიძემ, წარმომადგენლობით ორგანოში გაწეული საქმიანობის გარდა, საანგარიშო პერიოდში კრწანისის რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრა. ანგარიშში ვრცელი ადგილი უჭირავს სამაჟორიტარო - კრწანისის - რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სკვერებისა და სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაციას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების ჩამონათვალს.
ანგარიშის თანახმად, ლევან ჯაფარიძემ, როგორც საკრებულოს წევრმა, საანგარიშო პერიოდში მონაწილეობა მიიღო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 19 და საკრებულოს 15 სხდომაში, სადაც საკრებულოს 102 დადგენილება და 737 განკარგულება იქნა მიღებული.
რაც შეეხება ლევან ჯაფარიძის მიერ საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის რანგში გაწეულ საქმიანობას, საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2025 წლის 28 იანვარს დამტკიცებულ იქნა 2025 წლის სარევიზიო კომისიის სამუშაო გეგმა, რომლის თანახმადაც, წლის განმავლობაში კომისია თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შემოწმებას, დასკვნების შედგენას და რეკომენდაციების გაცემას ახორციელებს. დამტკიცებული გეგმა მოიცავს შესამოწმებელ ორგანიზაციებს, მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ების, ააიპ-ების და შპს-ების შემოწმებას შერჩევითი მეთოდით.
„სარევიზიო კომისიის მიერ საანგარიშო პერიოდში დაიგეგმა და შემოწმდა 11 ორგანიზაცია. შემოწმებულ ორგანიზაციებზე, შემოწმება-ანალიზის დასკვნიდან გამომდინარე, გაცემულ იქნა რეკომენდაციები. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, შემოწმება-ანალიზის დასკვნები დამატებითი გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ჩემ მიერ გადაგზავნილ იქნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში. განხორციელებული შემოწმებების შედეგად აღმოჩენილი დარღვევები ორგანიზაციების მიერ ხშირად არის გათვალისწინებული რეკომენდაციების სახით, რასაც ადასტურებს დასკვნებთან დაკავშირებით შემოწმებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებები, რაც შემდგომში ასახულია მათ გამოსწორებულ საქმიანობაში“, - ნათქვამია ანგარიშში.
სარევიზიო კომისიის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ იქნა კომისიის 14 სხდომა, რომლებზეც განხილულ იქნა 39 საკითხი.
ლევან ჯაფარიძის მიერ კომისიაზე განხილვის შემდგომ საანგარიშო პერიოდში საკრებულოს სხდომაზე იქნაწარდგენილი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2024 წელის 6 თვის მუშაობის ანგარიში“ (28.01.2025); „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ 2024 წელს შესრულებულ სამუშაოთა წლიური ანგარიში“ (21.03.2025) და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2025 წლის 6 თვის მუშაობის ანგარიში“ (25.07.2025).
რაც შეეხება ლევან ჯაფარიძის, როგორც საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრის რანგში განხორციელებულ საქმიანობას, მან საანგარიშო პერიოდში მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის კომისიის 12 სხდომაში, რომლებზეც მის მიერ შესწავლილ და განხილულ იქნა 77 საკითხი.
ანგარიშში ასევე საუბარია მის საქმიანობაზე ფრაქციაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ანგარიშის თანახმად, ლევან ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 15 სხდომაში, რომლებზეც 28 საკითხი იქნა განხილული.
ლევან ჯაფარიძის წლიურ ანგარიშში საუბარია აგრეთვე მოქალაქეებთან შეხვედრებსა და წერილებზე რეაგირების თაობაზე.
„საანგარიშო პერიოდში მოქალაქეთა მიღებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და კრწანისის რაიონის სამაჟორიტარო ბიუროში 900-მდე მოქალაქე მივიღე და შესაბამისი კონსულტაცია (დახმარება) გავუწიე.
ასევე საანგარიშო პერიოდში ჩემ მიერ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის რანგში ინიცირებულ და რეაგირებულ იქნა 870-მდე განცხადება-კორესპონდენცია, ხოლო სამაჟორიტარო ბიუროში შეხვედრაზე მოსულ მოქალაქეთა 500-მდე განცხადებას გავუწიე შუამდგომლობა სახელმწიფოს უწყებებსა თუ კერძო სტრუქტურებში“, - ნათქვამია ანგარიშში.