მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152.5
0.029
flag
AZN 1.5892
0.0011
flag
CNY 39.102
0.0037
flag
EUR 3.0967
-0.0065
flag
GBP 3.5657
-0.0069
flag
KZT 56.73
0.006
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.7015
0.0017

გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

news image

მსოფლიო ბანკმა კეთილდღეობის შემფასებელ გლობალურ მონაცემთა პლატფორმაზე გლობალური ადაპტაციის ანგარიშის შედეგები განაახლა. 

კვლევა, რომელსაც ნოტრდამის უნივერსიტეტი აწარმოებს, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა. 

კვლევის მიზანია დაეხმაროს მთავრობებს, ბიზნესებსა და თემებს ინვესტიციების პრიორიტეტულობის დადგენაში, რათა უფრო ეფექტური რეაგირება მოახდინონ მომავალ გლობალურ გამოწვევებზე. მოწყვლადობის კონტექსტით კვლევაში გაანალიზებულია 6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორი - საკვები, წყალი, ჯანდაცვა, ეკოსისტემური მომსახურება, ადამიანის ჰაბიტატი და ინფრასტრუქტურა, ხოლო მზაობის თვალსაზრისით კვლევა კონცენტრირებულია სამ ფაქტორზე - ეკონომიკური მზადყოფნა, მმართველობის მზადყოფნა და სოციალური მზადყოფნა.

კვლევის ფარგლებში განხორციელდა მსოფლიოს 192 ქვეყანაში არსებული ვითარების ანალიზი. 

გლობალური ადაპტაციის ზოგადი ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, კორექტირებული ინდექსის მიხედვით კი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის კეთილსაიმედოობით შეიწონა, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მე-8 ადგილზე გავიდა. განსაკუთრებული წარმატება ეკონომიკური მზაობის ინდიკატორით დაფიქსირდა, სადაც საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. 

გლობალური ადაპტაციის ეკონომიკური მზაობის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული ასე განისაზღვრა: სინგაპური, ნორვეგია, დანია, საქართველო და ახალი ზელანდია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საფინანსო კომიტეტზე საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება

01.04.2026.12:01

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ხნის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი იზრდება და ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება.

ძველი ტარიფი გავრცელდება იმ ავტომობილებზე, რომლებიც საქართველოში შემოყვანილია, ან მათი ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1-ელ აპრილამდე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა