მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

გენერალური აუდიტის თანამდებობა ეს გამოწვევა და შესაძლებლობაა ჩემთვის, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემი წვლილი შევიტანო სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის განვითარებაში - გიორგი გაბიტაშვილი

news image

გენერალური აუდიტის თანამდებობა ეს გამოწვევა და შესაძლებლობაა ჩემთვის ახალი პოზიციიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემი წვლილი შევიტანო სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის განვითარებაში, - განაცხადა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა, რომელიც შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. 

„აუდიტის სამსახურის სიძლიერე თავის მხრივ განაპირობებს სახელმწიფო მართვის სისტემის გაძლიერებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მადლობა მინდა გადავუხადო სახელისუფლებო გუნდს ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა მადლობა მინდა გადავუხადო პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს. ვამაყობ პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით და პროკურატურის თითოეული თანამშრომლით“, - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image აშშ-ს დღეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ახალი წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვს შესაძლებლობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები - მაკა ბოჭორიშვილი

06.06.2025.02:23

მე არ ვიცი რა არის ელჩის წასვლის მიზეზი, ვიცით ის, რაც გაცხადდა ელჩის მიერ. ფაქტია ასეთი, რომ აშშ-ს დღეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს ახალი წარმომადგენელი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს შესაძლებლობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების შეფასებისას. 

„აშშ-სთან ურთიერთობები ჩვენთვის რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. არაერთხელ დაფიქსირებულა, რომ ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის ამერიკულ-ქართული ურთიერთობები და ეს არ არის ჩვენი ბრალი. ბოლო წლებში ვაკვირდებოდით დრამატულ გაუარესებას ამ ურთიერთობების და მოვედით იმ დონემდე, რომ მტრულ აქტებს არქმევენ მეგობარ აქტებს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საელჩოს აქვს მნიშვნელოვანი როლი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.

„იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვაკვირდებოდით აშშ-ს საელჩოს საქმიანობას ბოლო პერიოდში, საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნა, რამდენად შესაძლებელი იყო ამ პირობებში ურთიერთობების გაუმჯობესებაში ასეთ საელჩოს გარკვეული წვლილი შეეტანა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა