გასული 12 თვის განმავლობაში აშენდა 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური, ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები | პრემიერი
ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - გასული 12 თვის განმავლობაში აშენდა 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური, კვლავ აქტიურად წარიმართება გაზიფიკაციის სამუშაოები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ამბიციური მიზანია - 2030 წელს საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით.
„გაზიფიკაციის ქსელს შეუერთდა 5,000 ოჯახი საანგარიშო პერიოდში, ენერგეტიკის მიმართულებით გვაქვს ამბიციური მიზანი - 2030 წლისთვის გვინდა, რომ საქართველო გახდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით სრულად თვითკმარი ქვეყანა. ამ კუთხით, კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები. გვქონდა გარკვეული ხარვეზები ენერგეტიკის სისტემაში, ეს ხარვეზები თავიდან ბოლომდე იქნება აღმოფხვრილი, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
31.07.2025.10:34
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ბრაზილიიდან იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე საბაჟო გადასახადებს 50%-მდე ზრდის.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გამო, რომ ბრაზილიის მთავრობის ქმედებები „საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას“.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბაჟის გაზრდა დაკავშირებულია სასამართლო პროცესთან, რომელიც ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მიმდინარეობს.
ვაშინგტონის აზრით, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო ბრაზილიის მთავრობის ნაბიჯები ზიანს აყენებს „კომპანიებს, მოქალაქეთა სიტყვის თავისუფლებას, საგარეო პოლიტიკასა და აშშ-ის ეკონომიკას“.