მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7081.3
0.0035
flag
AZN 1.5889
0.0017
flag
CNY 38.39
0.0065
flag
EUR 3.1697
0.0091
flag
GBP 3.6292
0.0193
flag
KZT 52.43
0.0029
flag
TRY 0.0631
0.0001
flag
USD 2.7015
0.0031

გასულ წელს, თბილისის ბიუჯეტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, წელს კი ეს შედეგი კვლავ გაუმჯობესდა - ნინო ვარდოსანიძე

news image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერის ანგარიში მოისმინე და თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ გააკეთა. მან დედაქალაქის მერს განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი ყოველწლიურად რეკორდულად იზრდება. 

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვემუშავა ბიუჯეტის პროექტზე. მადლობა მინდა გითხრათ საკრებულოს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის, რომლებიც გაზიარებულია და ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაშია ასახული. რასაკვირველია, ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ბევრი საკითხი იყოს გაწერილი ბიუჯეტში. ცხადია, უნდა ვიმოქმედოთ შესაძლებლობების ფარგლებში და პრიორიტეტები სწორად უნდა იყოს გაწერილი. 

გასულ წელს, თბილისის ბიუჯეტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, წელს კი ეს შედეგი კვლავ გაუმჯობესდა, რაც რა თქმა უნდა ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელებას გულისხმობს“- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შთამბეჭდავი იყო დედაქალაქის მერის ანგარიში, 2025 წლის საანგარიშო პერიოდი კი უმნიშვნელოვანესი იყო - ზურაბ ჩიკვილაძე

23.12.2025.15:54

„შთამბეჭდავი იყო დედაქალაქის მერის ანგარიში, 2025 წლის საანგარიშო პერიოდი კი უმნიშვნელოვანესი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი პროგრამა, პროექტი, რეფორმა განხორციელდა, ამ ყველაფერს ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ რევანშისა და რევოლუციის არაერთი მცდელობა დაუპირისპირა’’- განცხადება ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგა. 

„თვალში საცემია კაპიტალურად გამაგრებული ობიექტები, კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი და განახლებული სარეკრეაციო სივრცეები. მისასალმებელია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის განხორციელება. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით და სწორად ვითარდება სატრანსპორტო პოლიტიკა.

იმ საქმეებს, რომლებიც ჩამოვთვალე, საანგარიშო პერიოდში რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ რევანშსა და რევოლუციურ სცენარებს უპირისპირებდა. ამის არაერთი გამოვლინება ვნახეთ. ყველას თვალწინ გვიდგას პარლამენტის შენობის გადამწვარი ფლიგელი, მიმდებარე ტერიტორიის დანგრეული ინფრასტრუქტურა, საჯარო მოხელეებისა და პოლიციელების მუდმივი ბულინგი და დედაქალაქის მუდმივი პარალიზება - ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. 

საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გაუმართლებელი ბოიკოტის რეჟიმში იყო ოპოზიცია ასევე დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში - საკრებულოში.

„ამ ყველაფრის შედეგი კი 4 ოქტომბერი იყო, როდესაც ჩვენმა მოსახლეობამ ოპოზიციას „დაუფასა“ ეს „ღვაწლი“ და თითქმის ხმების გარეშე დატოვა ის დედაქალაქში. იმედს ვიტოვებ, რომ მერვე მოწვევის საკრებულოში ასეთი დემარშები აღარ იქნება და ჩვენ ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ შრომას კოლეგიალურ და კონსტრუქციულ ვითარებაში განვაგრძობთ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა