მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7074.2
0.0016
flag
AZN 1.5863
-0.0007
flag
CNY 38.619
-0.0016
flag
EUR 3.1405
-0.0107
flag
GBP 3.6155
-0.012
flag
KZT 52.83
-0.0022
flag
TRY 0.0625
-0.0002
flag
USD 2.6971
-0.0011

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს თამთა დევდარიანი უხელმძღვანელებს

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - თამთა დევდარიანი წარუდგინა.

თამთა დევდარიანს აქვს კიოლნის უნივერსიტეტის (University of Cologne) სამართლის მაგისტრის (LL.M.) აკადემიური ხარისხი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალ დირექტორს ხელმძღვანელ პოზიციებზე მრავალწლიანი საქმიანობის გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იყო „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში ადმინისტრაციული ასისტენტი; მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კოლექტიური შრომითი დავების მედიატორად, სასამართლო მედიატორად, სხვადასხვა ორგანიზაციის მთავარი იურისტად. თამთა დევდარიანი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის პოზიციის დაკავებამდე, დირექტორის მოადგილე იყო.

თამთა დევდარიანს აქვს ტრენერთა ტრენინგის (TOT) სერტიფიკატები მედიაციის, გარემოსდაცვითი მართლმსაჯულებისა და შრომითი უფლებების მიმართულებით, ასევე არის ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA–EAL) სრული ინდივიდუალური წევრი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებს, რომლებსაც რაღაც პერიოდი სხვა სკოლებში უწევთ სიარული, ტრანსპორტი მოემსახუროს და მათი გადაადგილება უსაფრთხოდ განხორციელდეს - შალვა ოგბაიძე

09.01.2026.17:35

დღეს მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს,  თბილისის სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოდ და ღირსეულად გადაადგილება.  

„საკრებულოს  დღევანდელ სხდომაზე  დღის წესრიგით გათვალისწინებულია მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის  საკითხი. რეფორმის შემდეგ, რაც სკოლების ინფრასტრუქტურის ნაწილი მუნიციპალიტეტს გადმოეცა, დაემატა პროგრამა ბავშვების ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხი. აუცილებელია, რომ მხარი დავუჭიროთ ამ მართლაც კარგ  გადაწყვეტილებას. ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებს, რომლებსაც  რაღაც პერიოდი სხვა სკოლებში უწევთ  სიარული, ტრანსპორტი მოემსახუროს და მათი გადაადგილება ღირსეულად და უსაფრთხოდ განხორციელდეს“,  -  განაცხადა შალვა ოგბაიძემ.  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა