განათლების რეფორმის საფუძველი სტრატეგიული ხედვით გათვლილი გადაწყვეტილებებია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს რეფორმა იქნება საამაყო ნიშნული ჩვენი მმართველობის ისტორიაში - მარიამ ლაშხი
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქართველი ერის მომავალზე და განათლებაზე, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოება და ეროვნული იდეოლოგიის ხერხემალი, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების გარანტი. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ განათლების რეფორმა პოლიტიკურად შეიძლება არაპოპულარული იყოს, ვინაიდან ის პოლიტიკური ინსტრუმენტად შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას ახორციელებს და იღებს გადაწყვეტილებას მომავლისათვის. ყველა ამ რეფორმის საფუძველი სტრატეგიული ხედვით გათვლილი გადაწყვეტილებებია. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს რეფორმა იქნება საამაყო ნიშნული ჩვენი მმართველობის ისტორიაში, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
მან თავის გამოსვლაში ყურადღება განათლების რეფორმის რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.
„კანონში დღეს არსებული ჩანაწერით სასკოლო ასაკად განსაზღვრულია 6 წელი. მოგეხსენებათ, 2022-2023 სასწავლო წლიდან მოხდა გამონაკლისის დაშვება და მშობლებს ეძლეოდათ უფლება, რომ ნებაყოფლობით გადაწყვეტილება მიეღოთ ბავშვის ადრე ანუ 5 წლის ასაკში სკოლაში გაშვებაზე, ჩამკეტი ვადა იყო 31 დეკემბერი. ამ 2-3 წლის განმავლობაში განათლების სამინისტროს მოკვლევის, ასევე გაერო-ს ბავშვთა ფონდის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში ხშირად უვლინდებათ სერიოზული პრობლემები, როგორიც არის - დაღლა, სკოლის მიუღებლობა, დემოტივაცია და ფსიქიკური სტრესი. პედიატრები და ფსიქოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ ბავშვის სკოლისთვის მზაობა მოითხოვს სოციალურ, ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ მომწიფებას, რაც ექვსი წლის ასაკში ვითარდება. მშობლების მხოლოდ ნაწილმა ისარგებლა ამ გამონაკლისით, თუმცა სასწავლი წლის დაწყების პირველივე კვირიდან დაიწყო მიმართვიანობა ისევ უკან ბაღში დაბრუნებასთან დაკავშირებით. დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს 2000-ზე მეტი საბავშვო ბაღი, არსებობს 150 სასკოლო მზაობის ჯგუფი სკოლებში და უზრუნველყოფილია ბავშვის ასაკის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომ ექვსი წლის ასაკი იყოს მიღებული, ეს არის პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესებისგან გამომდინარე“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
მისივე თქმით, ახალი მოდელის თანახმად, ბოლონიის პროცესთან თავსებადობით, მე-12 კლასი იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო უმაღლესი განათლება საჯარო უნივერსიტეტებში იქნება უფასო.
„ჩვენი ხელისუფლების ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება იმისთვისაა, რომ თანაბარი შესაძლებლობები შეგვექმნა ყველა ქართველი ახალგაზრდისთვის. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია სოციალური კომპონენტიც, მათ შორის, მიზნობრივი ჯგუფებისათვის, მოსწავლეებისათვის უზრუნველყოფილია ფორმა და ამ ფორმას უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფო მიზნობრივ ჯგუფებს. ტელეფონების გამოუყენებლობა უზრუნველყოფს ფოკუსირებას სწავლაზე, ხოლო თანამედროვე სახელმძღვანელოების განვითარება უზრუნველყოფს ცოდნის ეფექტურ ათვისებას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე.
„ეს არის გაერთიანება და არა გაუქმება! ეს არ არის დაჩეხა და ფრაგმენტაცია, რაც საბჭოთა მენტალიტეტიდან იყო. ეს არის რესურსების გაერთიანება და გაძლიერება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეხსნება ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიები, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს - თსუ-ს უნიკალური არქივები. მსოფლიო მიდის ინტერდისციპლინარულობისკენ და მინდა გავიხსენო საუკეთესო მაგალითები - ფინეთმა სამი უნივერსიტეტი გააერთიანა და ამით მსოფლიო რეიტინგის ასეულში შეიყვანა ფინეთის უნივერსიტეტი.
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები მოხვდნენ მსოფლიო რეიტინგებში.
რაც შეეხება ქონების საკითხზე მანიპულაციას, ეს ქონება არის სტუდენტების და სტუდენტებსვე რჩება. კი არ ვასხვისებთ, ჩვენ მას სტუდენტებს ვუბრუნებთ გაფართოებული შესაძლებლობებით, გაძლიერებული სამუშაო სივრცეებითა და გაორმაგებული რესურსებით. ეს არის ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა და გზა ძლიერი, განათლებული და თავისუფალი საქართველოსა და ძლიერი ეკონომიკური და განათლებული ერის ფორმირებაში“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
სხვა სიახლეები
ეს არის გაერთიანება, არა გაუქმება! ეს არ არის დაჩეხვა და ფრაგმენტაცია, რაც საბჭოთა მენტალიტეტიდან იყო. ეს არის გაერთიანება და რესურსების გაძლიერება - მარიამ ლაშხი თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე
03.02.2026.18:12
ეს არის გაერთიანება, არა გაუქმება! ეს არ არის დაჩეხვა და ფრაგმენტაცია, რაც საბჭოთა მენტალიტეტიდან იყო. ეს არის გაერთიანება და გაძლიერება რესურსების, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, რითაც გამოეხმაურა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების საკითხს.
„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქართული ერის მომავალზე - განათლებაზე, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოება და ეროვნული იდეოლოგიის ხერხემალი, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების გარანტი!
ვაცნობიერებთ იმასაც, რომ განათლების რეფორმა პოლიტიკურად შეიძლება არაპოპულარული იყოს ვინაიდან ის შეიძლება პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული. თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას ახორციელებს და იღებს გადაწვეტილებას მომავლისათვის, მომავალი თაობისა და სტრატეგიული ხედვით გათვლილი გადაწყვეტილებები არის საფუძველი ჩვენი ყველა ამ რეფორმის. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს რეფორმა იქნება საამაყო ნიშნული ჩვენი მმართველობის ისტორიაში.
მინდა რამდენიმე ელემენტზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც მანიპულაციისა და ინტერპრეტაციის საკითხად იქცა.
პირველი - სასკოლო ასაკის საკითხი:
კანონმდებლობა დღემდე ითვალისწინებს, რომ ბავშვმა სკოლაში შესვლამდე უნდა შეასრულოს 6 წელი. თუმცა, 2022-2023 სასწავლო წლიდან გამონაკლისით მშობელს ეძლეოდა უფლება ნებაყოფლობით გადაწყვეტილება მიეღოთ ბავშვის ადრე ანუ 5 წლის ასაკში სკოლაში გაშვებაზე და ჩამკეტი იყო 31 დეკემბერი.
2-3 წლის განმავლობაში განათლების სამინისტროს დაკვეთით და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა: 6 წლამდე ბავშვებში ხშირად ვლინდება სერიოზული პრობლემები - დაღლა, სკოლის მიუღებლობა, დემოტივაცია, ფსიქიკური სტრესი. პედიატრები და ფსიქოლოგები ერთხმად აცხადებენ: ბავშვის სკოლისათვის მზაობა მოითხოვს სოციალურ, ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ მომწიფებას, რაც 6 წლის ასაკში ვითარდება.
მხოლოდ ამ სასწავლო წელს 8500-მდე მშობელმა ისარგებლა გამონაკლისით, თუმცა სასწავლო წლის დაწყებიდან კვირებში იწყებოდა მომართვიანობა ბავშვის უკან ბაღში დაბრუნების მოთხოვნით!
დღეს უკვე ქვეყანაში ფუნქციონირებს 2000-ზე მეტი საბავშვო ბაღი და სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მოხდა ამ საბავშვო ბაღების უფასოზე გადასვლა და მათ შორის ის კვებითი უზრუნველყოფა, რაც დღეს მაღალი სტანდარტით არის დაცული ბაღებში. მათ შორის არსებობს 150 სასკოლო მზაობის ჯგუფი სკოლებში - უზრუნველყოფილია ბავშვის ასაკის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო! შესაბამისად, ის გადაწყვეტილება, რომ 6 წლის ასაკი იყოს მიღებული არის პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
მეორე - 11-წლიანი სისტემა და უფასო განათლება:
ჩვენი მოდელის შესაბამისად, ბოლონიის პროცესთან თავსებადობით, მე-12 კლასი იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო უმაღლესი განათლება საჯარო უნივერსიტეტებში უფასო იქნება - ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების იმისათვის, რომ თანაბარი შესაძლებლობები შეგვექმნა ყველა ქართველი ახალგაზრდისთვის!
გარდა ამისა, უზრუნველყოფილია სოციალური კომპონენტი - მათ შორის სტუდენტური ფორმების უზრუნველყოფა. ამ ფორმას უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფო მიზნობრივ ჯგუფებს. ტელეფონების გამოუყენებლობა უზრუნველყოფს ფოკუსირებას სწავლაზე, ხოლო თანამედროვე სახელმძღვანელოების განვითარება უზრუნველყოფს ცოდნის ეფექტურ შეთვისებას!
მესამე - თსუ-სტუ გაერთიანება:
რაც შეეხება ამ გაერთიანებას და იმ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას, რასაც მათ შორის ჩვენი კოლეგებისგანაც ვისმენთ. სამწუხაროა, რომ მათ შორის განათლების კომიტეტის წევრებისგან არ მოგვისმენია ალტერნატივა და ხედვა და არც საგნობრივი განხილვა არ მოყოლია ამას.
ხაზგასმით ვიმეორებთ: ეს არის გაერთიანება, არა გაუქმება! ეს არ არის დაჩეხვა და ფრაგმენტაცია, რაც საბჭოთა მენტალიტეტიდან იყო. ეს არის გაერთიანება და გაძლიერება რესურსების. თსუ-ს სტუდენტს ეხსნება სტუ-ს თანამედროვე ლაბორატორიები, სტუ-ს სტუდენტს - თსუ-ს უნიკალური არქივები! მსოფლიო მიდის ინტერდისციპლინარულობისკენ - პარიზ-საკლემ და არაერთი მაგალითია ამისა მათ შორის ფინეთის მაგალითი, რომელმაც სამი უნივერსიტეტი გააერთიანა და ამით ასეულში შეიყვანა ფინეთის უნივერსიტეტი.
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები მოხვდნენ მსოფლიო რეიტინგებში. მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ ჰარვარდი, ოქსფორდი, რა თქმა უნდა, ჩვენმა უდიდესმა ისტორიის მქონე უნივერსიტეტებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს, ჰარვარდზე და კემბრიჯზე მეტი წვლილი შეიტანეს ჩვენი ერის ფორმირებაში. ამისი უგულვებელყოფა არ არის თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ უნივერსიტეტის ეფექტიანობას განსაზღვრავს მსოფლიო რეიტინგი, რომლის 400-ეულშიც კი არ არის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები. ამ რეფორმის ერთ-ერთი მიზანიც იქნება ის, რომ საერთაშორისო რეიტინგებში დავიმკვიდროთ თავი.
რაც შეეხება ქონების საკითხზე მანიპულაციას, ეს ქონება არის სტუდენტების და სტუდენტებსვე რჩება. კი არ ვასხვისებთ, ჩვენ მას სტუდენტებს ვუბრუნებთ გაფართოებული შესაძლებლობებით, გაძლიერებული სამუშაო სივრცეებით და გაორმაგებული რესურსებით.
ეს არის ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობა - გზა ძლიერი, განათლებული, თავისუფალი საქართველოს და ძლიერი ეკონომიკის ფორმირებაში“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.