გამოკითხულთა 61% თვლის, რომ „ქართული ოცნება“ უკეთესი არჩევანია მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად - „გორბი“
საქართველოს საზოგადოებრივი აზრის და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა კვლევა. რესპონდენტებისთვის დასმული კითხვები მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მიმართულებებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობას.
კითხვაზე, რომელი გამონათქვამია თქვენს მოსაზრებასთან უფრო ახლოს?
გამოკითხულთა 61% თვლის, რომ „ქართული ოცნება“ უკეთესი არჩევანია მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად;
24% ამბობს, რომ ოპოზიცია უკეთესი არჩევანია მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკის გასაუმჯობესებლად;
15% -ის პასუხია - არც ერთი/არ ვიცი.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).
წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.
სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.07.2025.09:57
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ივანე აბაშიძესთან და ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდთან ერთად, საზღვაო აკადემიას ეწვია, სადაც თანამშრომლებსა და სტუდენტებს შეხვდა.
სტუმრებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ უმასპინძლა და მათ საზღვაო სასწავლებლის მიღწეული შედეგები და სამომავლო პროექტები გააცნო.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მხარეებმა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივები განიხილეს.
საზღვაო აკადემიაში ვიზიტისას სტუმრებმა საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდურის რესურსების მართვის სიმულატორს, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გავლის შესაძლებლობას აძლევს.