გამჭვირვალობის ინდექსში საქართველოს დაწინაურება ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა განკარგულება გახდა საჯარო, გამჭვირვალობა არის ძირეული პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს დღევანდელი ხელისუფლება - ლევან ჟორჟოლიანი
ჩანდლერის ინსტიტუტის ანგარიშში კარგი მთავრობის შესახებ, გამჭვირვალობასთან მიმართებაში საქართველოს დაწინაურება, ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ანგარიშში საქართველო უსწრებს ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს წევრ 29 სახელმწიფოს, ევროპის მასშტაბით კი, საქართველოს მთავრობა მეცხრე ადგილზეა.
„საქართველოს დაწინაურება უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც განხორციელდა ბოლო პერიოდში. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა განკარგულება გახდა საჯარო, შესაბამისად, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილების ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ეს ხელს უწყობს კორუფციასთან ბრძოლას, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მთავრობებისთვის, ხოლო გამჭვირვალობა თავადვე აზღვევს ხელისუფლებებს კორუფციის რისკებისგან. ჩვენ ასევე ბიუჯეტის გამჭვირვალობითაც პირველი ვართ მსოფლიოში. გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი, ძირეული პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს დღევანდელი ხელისუფლება", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
პარლამენტი 15 აპრილს, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
14.04.2026.14:10
მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები 14 და15 აპრილს გაიმართება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 15 აპრილს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს. საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში 30 საკითხს განიხილავს, მათ შორისაა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები: „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები გააცნო.