მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

გამჭვირვალობის ინდექსით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში 12-ე ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ათეულშია

news image

ჩანდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, გამჭვირვალობის ინდექსს  აქვეყნებს.

საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო და გამჭვირვალობით მსოფლიოში 12-ე პოზიციაზე დაწინაურდა. საქართველო გამჭვირვალობის ინდექსით ევროპის საუკეთესო ათეულშიც მოხვდა და მეცხრე ადგილზე გავიდა. მთავრობის გამჭვირვალობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 29 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

მსოფლიოს საუკეთესო თორმეტეული ასე ჩამოყალიბდა: შვედეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ავსტრალია, გერმანია, ირლანდია, ესტონეთი, სინგაპური და საქართველო.

გამჭვირვალობის ინდექსი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას _ ამერიკული ორგანიზაციების TRACE international -ის და საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის თემატური კვლევებს.

კერძოდ, TRACE international -მა მის მიერ წარმოებული მექრთამეობის რისკის მატრიცის ფარგლებში მთავრობათა მარეგულირებელი ფუნქციების გამჭვირვალობის ისეთი ასპექტები მოიკვლია და გაზომა, როგორიცაა გამჭვირვალობა საჯარო შესყიდვებში, გამჭვირვალობა მთავრობის პოლიტიკის შემუშავებაში, გამოქვეყნებული კანონები და მთავრობის მონაცემები. რაც შეეხება ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობას“, ის ღია ბიუჯეტის ინდექსს აწარმოებს, სადაც საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობით 2023 წლიდან მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ჩანდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში ბოლო ერთ წლიან პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის მესამეა, სადაც საქართველოს მთავრობას გამჭვირვალობით მოწინავე პოზიციები უფიქსირდება.

პირველი იყო ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის გამჭვირვალობის ინდექსი, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/t-index/transparency-index ) და სადაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო მეორე კვლევა არის ორგანიზაცია „დემოკრატიების ალიანსის ფონდის“ დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიში (https://allianceofdemocracies.org/democracy-perception-index ), სადაც საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობით ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა ე.წ. „მწვანე ზონაში“, ანუ დადებითად არის შეფასებული. კვლევა თავის მხრივ ეყრდნობა მსოფლიოს 100 ქვეყნის 111 ათას რესპოდენტზე მეტი შემფასებლის გამოკითხვას. დემოკრატიების ალიანსის ფონდი ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერაა დაფუძნებული. ფონდი ყოველწლიური დემოკრატიის სამიტის ორგანიზატორიცაა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება - ირაკლი კობახიძე

16.03.2026.11:23

სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაზრების დივერსიფიკაცია სტაბილურობისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია.

„მთავარ გამოწვევად რჩება მიწების ფრაგმენტაცია, ტექნოლოგიების სიმწირე და დაბალი პროდუქტიულობა. ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე სახელმწიფო ბიზნესის მთავარი პარტნიორია. აგროკრედიტების სუბსიდირების პროგრამამ უკვე გამოიღო ხელშესახები შედეგი - 2018 წლის შემდეგ სექტორის მთლიანი გამოშვება თითქმის გაორმაგდა; თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

ცალკე უნდა გამოვყოთ ექსპორტის მიმართულება. დღეს საგარეო გაყიდვები 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი ციფრია, თუმცა რეალობა ისაა, რომ ექსპორტი ძირითადად რამდენიმე პროდუქტს ეყრდნობა. სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება. ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სტაბილურობის და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია ამ და სხვა საკითხებზე კონკრეტულ ნაბიჯებად გადაიქცევა და როგორც მთავრობას, ისე ბიზნესს კიდევ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა