გაიცვალა პოზიციები, შინაარსობრივი მსჯელობა იყო საკითხთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს - ცოტნე ყავლაშვილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე
გაიცვალა პოზიციები, შინაარსობრივი მსჯელობა იყო საკითხთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს, - განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, პროცესში გარკვეული დროის შემდეგ პარლამენტიც ჩაერთვება.
„გაიცვალა პოზიციები, შინაარსობრივი მსჯელობა იყო საკითხთან დაკავშირებით, პროცესი მიმდინარეობს. სრულად შესწავლას გარკვეული დრო დასჭირდება. გარკვეული დროის შემდეგ პარლამენტიც ჩაერთვება და შემდეგ იქნება შედეგი რამდენიმე თვეში“, - აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა
17.02.2026.17:43
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ირაკლი ყანდაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ასოციაციის სამომავლო გეგმები და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.