მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საზღვაო რესურსების დაცვის მექანიზმებზე ვიმსჯელეთ - დავით სონღულაშვილი

news image

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ნიცაში მიმდინარე გაეროს კონფერენციაში მონაწილეობდა.

კონფერენცია გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმართეს. კონფერენციას 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი ესწრებოდა

გაეროს მაღალი დონის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერის და მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საზღვაო დაბინძურების შემცირების, მათი ეკოსისტემების აღდგენის და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საზღვაო გარემოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის თემაზე. აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევასთან გამკლავებისთვის უნდა გვქონდეს ერთიანი მიდგომა და ერთად ვიმოქმედოთ საზღვაო რესურსების დაცვის და მდგრადი გამოყენების მექანიზმების დასანერგად“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image 13 ივნისის ტრაგიკული დღე ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოდ იქცა - ზურაბ აბაშიძე

13.06.2025.13:54

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო  და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 2015 წლის, 13 ივნისი  უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო, თუმცა დიდ ტკივილთან ერთად, 13 ივნისის ტრაგიკული დღე ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. ზურაბ აბაშიძის თქმით, მართლაც საამაყოა ის სიმამაცე და ერთობა, რომელიც  თანამოქალაქეებმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს.

 „13 ივნისის ტრაგედია უმძიმესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის - ზუსტად 10 წლის წინ თბილისში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება. დიდ ტკივილთან ერთად, ეს დღე ჩვენი ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. მართლაც საამაყოა ის სიმამაცე და ერთობა, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ და მოქალაქეებს ეხმარებოდნენ. კიდევ ერთხელ, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა