მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი ლევან ჟორჟოლიანს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

news image
mbc image

 

თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი"  საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი გვი იოპ სონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.

როგორც წერილშია აღნიშნული, გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს დაეხმაროს ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში.

 

„ვაფასებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკოორდინაციო სამსახურის რეგიონული დირექტორის რანგში საქართველოში  ჩემი  ვიზიტისას თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას გაერთიანებული ერების ოჯახთან ფასდაუდებელი პარტნიორობისთვის; მადლობას ვუხდი მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გაეროს განვითარების სისტემა, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და გაეროს განვითარების კოორდინატორის რეგიონული სამსახურის მტკიცე მხარდაჭერით, გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, დაეხმაროს მას  ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში. თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი"  საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას ამ მიზნების მისაღწევად", - აღნიშნულია წერილში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობს

10.11.2026.19:22

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე „პარიზის მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობს.

ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დისკუსიაში თემაზე: „ბავშვები უპირველეს ყოვლისა: ბავშვებში ინვესტირების აუცილებლობა".

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე მძიმე გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაზე, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვების იდენტობის შენარჩუნებასა და საკუთარ ქვეყანასთან მათი კავშირის განმტკიცებას.

„რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვა კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია", — აღნიშნა მინისტრმა.

გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კონფლიქტის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტად რჩება.

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა მოუგვარებელი კონფლიქტების უარყოფითი გავლენა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამომავლო შესაძლებლობებზე.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას.

„პარიზის მშვიდობის ფორუმი" 2018 წელს დაარსდა და წელს მეცხრედ იმართება.

ფორუმის მიზანია საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობა. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა