ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) წლიურ შეხვედრაში, რომელიც აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს IDA-ს 21-ე შევსების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და IDA-ს მე-20 შევსების პროგრამის შეფასება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო IDA-ს დონორი ქვეყნების რიცხვს 2022 წელს, ასოციაციასთან თანამშრომლობის 30-ე იუბილეზე შეუერთდა და უკვე რესურსების მეორე შევსებაში მონაწილეობს დონორის სტატუსით.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
28.04.2025
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა. „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს. დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდება.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ლუკა ეხვაია შედიან.