ფილტვის კიბოს სკრინინგი დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების საშუალებას მოგვცემს - ბექა მიქაუტაძე
„დაავადებათა სკრინინგის პროგრამას კიდევ ერთი - ფილტვის კიბოს სკრინინგი ემატება“, - განცხადება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, გააკეთა და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება 3 მილიონი ლარით განისაზღვრება.
როგორც ბექა მიქაუტაძემ განაცხადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ფილტვის კიბოს დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირთა სკრინინგი არის დაავადების ადრეული გამოვლენის წინაპირობა, დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება კი მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის სასურველი შედეგით დასრულების შესაძლებლობას.
„სწორედ დედაქალაქის დღევანდელი მერის, კახა კალაძის და მისი გუნდის პასუხისმგებლობის გამო აქვს დედაქალაქს შედეგები, რომლებიც მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
სკრინინგი გვეხმარება დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვავლინოთ, მაშინ როდესაც მკურნალობა მეტად ეფექტურია. დედაქალაქის მერია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით საქმიანობას წარმატებით განაგრძობს, მთავარ პრიორიტეტად კი თანამოქალაქეებზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა რჩება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს სხდომაზე.
სხვა სიახლეები
ჩვენ, როგორც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა, იქნებ ვიფიქროთ იმაზე, როგორ უკვდავვყოთ მისი სახელი - ბექა ოდიშარია
24.03.2026.18:04
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, ღვაწლზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ამ დიდი განსაცდელის დროს ერთ მუშტად შეიკრა.
„მადლობას ვუხდი ასე ერთ მუშტად შეკრულ ჩვენს მრავალმილიონიან საზოგადოებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი უძველესი ერი არც მოკვდება და თანამედროვე შინა თუ გარე გამცემთა ჯინაზე არც გატყდება. მართალია, არავის ეკუთვნის ეს დიდი მოვლენა, არც გლოვა და არც ამ გლოვაში გადიდკაცება, არცერთ პარტიას არ ეკუთვნის და არცერთი პარტიის მონაპოვარი არ არის. განსაკუთრებით კი თქვენ, ლელოს წარმომადგენლებს, ვინც ასეთ დღეებშიც არ თაკილობთ ხელისუფლების მიმართ პრეტენზიების წამოყენებას. პატრიარქის გარდაცვალება საზოგადოების თითოეული წევრის ტრაგედიაა. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი პატრიარქი გვყავდა. მეც მყავდა ჩემი პატრიარქი. უფლის წყალობით, მომეცა საშუალება, რომ ის ახლოს გამეცნო. ჩვენმა პატრიარქმა გადო ხიდი ზეციურ და მიწიერ მარადისობას შორის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს შესთავაზა ერთობლივად დაგეგმონ და იფიქრონ ფორმაზე, თუ როგორი მემორიალური ნიშნით უკვდავყონ პატრიარქის სახელი დედაქალაქში.
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო სრულიად საქართველოსი, მას ჰქონდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდებაც, მაგრამ ის იყო მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი. ჩვენ, როგორც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა, იქნებ ვიფიქროთ იმაზე, როგორც უკვდავვყოთ მისი სახელი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.