ფასწარმოქმნის ჯაჭვში, მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და საცალო ქსელის ოპერატორს შორის, ასიმეტრიული ურთიერთობა შეიმჩნევა - რგოლის ზედა მხარე განსაზღვრავს კომერციულ პირობებს, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა - შოთა ბერეკაშვილი
როდესაც საუბარი იყო ფასწარმოქმნის ჯაჭვში სუბიექტებს შორის ურთიერთობებზე, მხედველობაში მაქვს მწარმოებელი, დისტრიბუტორი და საცალო ქსელის ოპერატორი - ასიმეტრიული ურთიერთობა შეიმჩნევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯაჭვში, რგოლის ზედა მხარეს, მოლაპარაკების უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და ის განსაზღვრავს კომერციულ პირობებს, რომელშიც შედის გადახდები და საქონლის ბრუნვა, - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი პრობლემაა ასიმეტრიული ურთიერთობა, ვინაიდან, ფასწარმოქმნის ჯაჭვში მყოფი კომპანიები არათანაბარ პირობებში არიან. ბერეკაშვილის განმარტებით, პრობლემაა ასევე სამუშაო კაპიტალის დეფიციტი.
„რიგმა კომპანიებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ საქონლის ბრუნვის მონიტორინგსაც ვერ ახორციელებს ქსელურ ოპერატორებთან ურთიერთობაში და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ანუ, ასიმეტრიული ურთიერთობა, ჯაჭვში მყოფ კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
ამ მესამე პრობლემიდან გამოიკვეთა მეოთხე, რომ ეს პირდაპირ აისახება სამუშაო კაპიტალის დეფიციტზე და კომპანიების დიდი ნაწილი იძულებული არიან, სამუშაო კაპიტალი შეავსონ საკრედიტო კაპიტალით, რაც არც ისე იაფია. მათ თქვეს, რომ რიგ შემთხვევაში 15-16 პროცენტია და ეს ყოველივე ერთეულის ღირებულებაზე აისახება - აქ მნიშვნელოვანი კორექციაა საჭირო.“ - განაცხადა მან.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ასევე, რიგი კომპანიების შემთხვევაში იყო ნაშთების მართვის პრობლემები და დანაკარგები, რადგან საცალო ქსელთან ურთიერთობაში რადგან სასაქონლო ბრუნვის კონტროლი არ ხდება, აქედან გამომდინარე, რთულია ნაშთების სწორი მართვა და დანაკარგების შემცირება. ესეც პრობლემაა და კორექციას საჭიროებს.“
სხვა სიახლეები
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
19.02.2026.16:44
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის კვლევის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2025 წლის 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი განხორციელდა როგორც თვისებრივი და სოციოლოგიური, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით.
„ანგარიშის მიხედვით დამუშავდა 103 ინფორმაცია. ყოველდღიურად გავრცელებულ ინფორმაციაზე დაკვირვების და ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელება, დაინტერესებული მხარეების მხრიდან გამოიკვეთა საარჩევნო ადმინისტრაციისა და 2024-2025 წლების საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა. ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ავრცელებდნენ დეზინფორმაციულ, მანიპულაციურ დაუსაბუთებელ ინფორმაციას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის, ტელევიზიების, ონლაინ სააგენტოებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივები ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა რეალობას და იყო სრულად უსაფუძვლო, ან რიგ შემთხვევებში მანიპულირებული.
საინფორმაციო სივრცეზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაინტერესებული პირები კამპანიურად, იდენტური, დეზინფორმაციული და მანიპულაციური ნარატივების გავრცელებით ცდილობდნენ საარჩევნო პროცესის, ცესკოსა და მისი ხელმძღვანელების დისკრედიტაციას. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება საზოგადოების ინფორმირების მიზნით.
შესაბამისად, ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს ახორციელებს როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში, რათა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს დროული და შესაბამისი რეაგირება, საზოგადოებას კი მიეწოდოს გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია.
ანგარიში იხილეთ ბმულზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.