ფასებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს
სამთავრობო კომისიის პარალელურად, მომავალი კვირიდან მუშაობას იწყებს საპარლამენტო კომისიაც. მიზანი ამ შემთხვევაშიც პროდუქტზე ფასების კლებაა. კომისია შეიმუშავებს სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც ბაზარზე ჯანსაღ ფასწარმოქმნას უზრუნველყოფს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ფასებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
„ხალხის ძალას“ კომისიაში ორი წარმომადგენელი - ეკა სეფაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ეყოლება.
კომისიაში მუშაობის სურვილი გამოთქვეს გიორგი გახარიას თანაგუნდელებმაც.
დღის ტოპ 10 სიახლე
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის ბოლოს ₾66.93 მილიარდი შეადგინა - სებ
სხვა სიახლეები
მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომებით გვაქვს მნიშვნელოვანი არეალი იმისთვის, რომ შევძლოთ ფასების შემცირება - შოთა ბერეკაშვილი
27.01.2026.14:36
ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ საოპერაციო პროცესები ბიზნესში და გავერკვიოთ, თუ რა იწვევს ასეთ მაღალ ფასწარმოქმნას. მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომებით გვაქვს მნიშვნელოვანი არეალი იმისთვის, რომ შევძლოთ ფასების შემცირება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე შოთა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, სწორი მიდგომებით ფასების შემცირება შესაძლებელია.
„ჩვენი მიზანი არის, რომ ამ პროცესში შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს, იქნება ეს დილერები, დისტრიბუტორები, მწარმოებლები თუ იმპორტიორები. შევისწავლოთ საოპერაციო პროცესები ბიზნესში და გავერკვიოთ, თუ რა იწვევს ასეთ მაღალ ფასწარმოქმნას. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იქნება, რომ ბიზნესთან ერთად შევძლოთ ოპტიმიზაცია პროცესების, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს საკვებ პროდუქტებზე და სწრაფი მოხმარების საგნებზე ფასების შემცირებას. ეს არის აღნიშნული კომისიის მიზანი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომებით გვაქვს მნიშვნელოვანი არეალი იმისთვის, რომ შევძლოთ ფასების შემცირება. ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, ბიზნესთან ერთად და ჩვენ სწორად უნდა დავგეგმოთ რა პროცესები არის ამისთვის საჭირო, როგორ შევძლოთ ოპტიმიზაცია, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტურად იმუშაოს და ეს აისახოს სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სამთავრობო კომისიის პარალელურად, მომავალი კვირიდან მუშაობას იწყებს ფასების კლებაზე მომუშავე საპარლამენტო კომისიაც. „ქრონიკის“ ინფორმაციით, კომისიას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.