ფასებზე კონტროლი არ არის ფარმაცევტული სექტორის მხარე, ამას გვიდგენს სახელმწიფო, არ ვიცი რა შემოთავაზებები იქნება - საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი
მოქმედებს რეფერენტული ფასები, ანუ ფასებს ადგენს სახელმწიფო, დაახლოებით მედიკამენტების ორ მესამედზე უკვე არსებობს რეფერენტული ფასები, - განაცხადა საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან გოგიბერიძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმ დანარჩენ რაოდენობაზე და შემოღებული იქნება რეფერენტული ფასები.
„ფასებზე კონტროლი არ არის ფარმაცევტული სექტორის მხარე, ამას გვიდგენს სახელმწიფო, არ ვიცი რა შემოთავაზებები იქნება. თუ საუბარია ისეთ პარასამკურნალო საშუალებებზე, რომლებსაც ეს რეგულაცია არ ეხება, ეს არის მოვლის საშუალებები, ბავშვთა მოვლის, კვების და ა.შ. იქ არ ვიცი რა რესურსია, რა საშუალებებს გამონახავს სექტორი, რომ ფასებმა დაიწიოს“, - აღნიშნა ლევან გოგიბერიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში საკოორდინაციო ჯგუფის წევრები ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრის მიზანი ამ შემთხვევაშიც ფასების რეგულირებაა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით 26 ქართული კომპანია Gulfood-ზე წარსდგა
სხვა სიახლეები
მედიკამენტებისა და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება, ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, შესაძლოა რეგულაციების ცვლილებაც, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი ფასებთან მიმართებაში - ლევან ჟორჟოლიანი
28.01.2026.15:15
შეხვედრა იყო მედიკამენტების, ასევე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება, ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, შესაძლოა რეგულაციების ცვლილებაც, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მუშაობის მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი ფასებთან მიმართებაში.
„სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, კომისიამ გააფართოვა თავისი მანდატი ორი მიმართულებით, ესენია მედიკამენტები და საწვავი. შეხვედრა იყო მედიკამენტების წარმომადგენლებთან, ასევე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება. ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, შესაძლოა რეგულაციების ცვლილებაც, რასთან დაკავშირებითაც აქტიურად იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი ფასებთან მიმართებაში და საბოლოო შედეგს მივაღწიოთ, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ თითოეულ მოქალაქეს სოციალური ხარჯი,"- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.