ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან განვხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ევროკავშირში გაწევრიანების გზა - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან ნაყოფიერი შეხვედრა გამართა, რა დროსაც განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ევროკავშირში გაწევრიანების გზა.
„მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან, საქართველოს შესახებ თანამომხსენებლებთან კლოდ კერნთან და ედიტ ესტრელასთან. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ოპოზიციის რეაქცია და ტაქტიკა, აგრეთვე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა“, - დაწერა პაპუაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში სამუშაო ვიზიტით გუშინ ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ უკვე გამართეს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ხვალ დელეგაციის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.11.2025.13:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.