ევროპელ ლიდერებთან ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - ირაკლი ღარიბაშვილი
მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში გაიმართა. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტთან მიმართებით.
„მქონდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში გაიმართა. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ევროპელ ლიდერებთან. ასეთი მაღალი დონის დიალოგი აუცილებელია საქართველოსთვის. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა ჩვენს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტთან მიმართებით, რადგან წლის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
17.11.2025.13:57
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა, რომელიც თბილისში ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს შეეხო.
განიხილეს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის მართლმსაჯულების სფეროში ეფექტურ პარტნიორობას და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოში სომხეთის ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.