მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი, აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში - ირაკლი კობახიძე

news image

ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ევროკომისიის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით არავითარი ფაქტი არ არსებობს და ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება.

„ჩვენ ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი. ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ ევროკავშირს, აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში. ჩვენ უტყუარი ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა. ევროკომისიას გავუგზავნეთ შესაბამისი ინფორმაცია და დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას. 

ლოგიკურად, გამომდინარე იქიდან, რომ ნული ფაქტი არსებობს სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება. სანქციების პაკეტში კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის მოხვედრა ცუდია. ეს გაუხარდა მიხეილ სააკაშვილს. მან გამოთქვა იმედი, რომ ყულევი დასანქცირდება, თუმცა რაც უხარია სააკაშვილის, ის არ უხარია ქართველ ხალხს. რაც „ნაცს“ უხარია, ის არ უხარია ქართველ ხალხს. ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა. შემოდის ნავთობპროდუქტები და გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე“, - განაცხადა

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესს - კახა კალაძე

23.02.2026.14:43

ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა პარტიული დავალება, რომ ყველას მიელოცა ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღე იდენტური ტექსტებით.

„თქვენ რაც არ უნდა იწვალოთ, ამ ადამიანს აქვს განსაკუთრებული როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის მოცემულობა და რეალობა. 2011 წელს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, მანდ დაგამთავრათ ყველანი, მანდ დამთავრდა თქვენი ბოგინი ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ყოველთვის დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს. ეს არის ყველაზე მთავარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა