მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7049.5
0.0022
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 37.725
-0.0014
flag
EUR 3.1344
-0.0239
flag
GBP 3.6168
-0.0159
flag
KZT 49.82
0.0001
flag
TRY 0.0667
-0.0001
flag
USD 2.707
-0.0005

ევროკავშირთან გაფორმებულ ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას ტრამპის ადმინისტრაცია დიდ გამარჯვებად აღიქვამს - რა მოიგო ამ შეთანხმებით ევროკავშირმა? ფაქტობრივად, არც არაფერი - გიორგი ცუცქირიძე

news image

ევროკავშირთან გაფორმებულ ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას ტრამპის ადმინისტრაცია დიდ გამარჯვებად აღიქვამს და მრავალი თვალსაზრისით ეს მართლაც ასეა, - წერს ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე  სოციალურ ქსელში.

ცუცქირიძის განცხადებით,  ევროკავშირმა აღნიშნული შეთანხმებით ფაქტობრივად ვერაფერი მოიგო, გარდა ტრამპის მიერ თავდაპირველი  30%-იანი ტარიფის ცვლილებისა.

„ევროკავშირთან გაფორმებულ ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას ტრამპის ადმინისტრაცია დიდ გამარჯვებად აღიქვამს და მრავალი თვალსაზრისით ეს მართლაც ასეა.

წლების განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი აკრიტიკებდა არსებულ ტარიფებს, რასაც ის ევროპის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკად მიიჩნევდა.

ეს კრიტიკა დაკავშირებული იყო მზარდ ევროკავშირთან, არათანაბარ სავაჭრო ტარიფებთან და შესაბამისად, მზარდ სავაჭრო დეფიციტთან. გასულ წელს აშშ-ის სავაჭრო დეფიციტმა 236 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ტრამპის მეორე, არც თუ უსაფუძვლო პრეტენზია იყო ის, რომ ევროკავშირის მკაცრი რეგულაციები ყველაფერზე, მანქანებიდან დაწყებული, ფარმაცევტული პროდუქციით გაგრძელებული და ქათმებით დამთავრებული, დაუბალანსებელი ტარიფები, ამერიკულ კომპანიებს ევროკავშირში პროდუქციის გაყიდვას ურთულებს, ვიდრე პირიქით.

დასავლური მედია იხრება თვალსაზრისისკენ. რომ ტრამპისთვის, ჯერ კიდევ გასულ კვირას იაპონიასთან მიღწეული ტარიფების შეთანხმების შემდეგ, ეს შეთანხმება კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას წარმოადგენს.

ევროკავშირთან დადებული შეთანხმება აშშ-ის მთავრობის ხაზინისთვის დაახლოებით 90 მილიარდი დოლარის (67 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) ტარიფების შემოსავლის მოლოდინს გულისხმობს - გასული წლის სავაჭრო მაჩვენებლების საფუძველზე.

შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირი ასევე შეიძენს ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების აშშ-ის ენერგეტიკულ პროდუქტებსა და იარაღს, მაშინ როდესაც რუსეთიდან გაზს ყიდულობდა ევროპა 4 დოლარად, აშშ დან უნდა იყიდოს 16 დოლარად.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-ში ინვესტიციებს 600 მილიარდი დოლარით გაზრდის, მათ შორის ამერიკული სამხედრო აღჭურვილობით, და 750 მილიარდ დოლარს ენერგეტიკაზე დახარჯავს.

და რა მოიგო ამ შეთანხმებით ევროკავშირმა? როგორც ვხედავთ ფაქტიურად არც არაფერი.

ევროკავშირისთვის ერთადერთი დადებითი ის არის, რომ ამჟამად მას აშშ-ის 15%-იანი ტარიფი ექნება, 30%-ის ნაცვლად, რომელიც ადრე იყო ტრამპის პირობა.

თუმცა, ეს არც ისე კარგია, როგორც დიდი ბრიტანეთის 10%-იანი განაკვეთი, ხოლო ევროკავშირის ფოლადისა და ალუმინის აშშ-ში გაყიდვისას კვლავ 50%-იანი ტარიფი დარჩება.

აღსანიშნავია, რომ მარი ლე პენმა ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ დონალდ ტრამპთან დადებული სავაჭრო შეთანხმება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მორალურ ფიასკოს შეადარა,“- წერს ცუცქირიძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image გივი მიქანაძე საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა და სასწავლო-საწვრთნელ ინფრასტრუქტურას გაეცნო

30.07.2025.09:57

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ივანე აბაშიძესთან და ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდთან ერთად, საზღვაო აკადემიას ეწვია, სადაც თანამშრომლებსა და სტუდენტებს შეხვდა.


სტუმრებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ უმასპინძლა და მათ საზღვაო სასწავლებლის მიღწეული შედეგები და სამომავლო პროექტები გააცნო.


პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მხარეებმა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივები განიხილეს.


საზღვაო აკადემიაში ვიზიტისას სტუმრებმა საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდურის რესურსების მართვის სიმულატორს, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გავლის შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა