ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის ბოლო პერიოდის რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით - ლევან ჟორჟოლიანი
ევროკავშირმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ასევე ევროკავშირის წევს სახელმწიფოებს, მათ შორისაა საბერძნეთი, იტალია, სლოვენია, სლოვაკეთი და ა.შ., - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით, აღნიშნული განპირობებულია იმ რეფორმებითა თუ გადაწყვეტილებებით, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იქნა მიღებული საქართველოს მთავრობის მიერ.
„ასევე, ყველანი ვხედავთ საქართველოს პროკურატურის, ანტიკორუფციული სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აქტიურ ქმედებებს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ვფიქრობთ, მომავალ წელს საქართველოს ექნება გაცილებით უკეთესი შედეგები, ვინაიდან, აბსოლუტურად შეიცვალა და რეფორმირდა შესყიდვების სისტემა, ასევე - მთავრობის ადმინისტრაციაში გაჩნდა დამატებითი საზედამხედველო ბერკეტები და მექანიზმები. ამბიციური გეგმები გვაქვს, შევიდეთ კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების ევროპის საუკეთესო სამეულში. ეს რეფორმები, რომლებიც განხორციელდა განსაკუთრებით 2025 წლის მეორე ნახევარში, ვფიქრობ, 2026 წლის რეიტინგებში სწორედ ამ შედეგს მიგვაღწევინებს“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა
17.02.2026.17:43
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ირაკლი ყანდაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ასოციაციის სამომავლო გეგმები და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.