ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს, ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, ჰარმონიულად იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან - ირაკლი კობახიძე „რიყის დოქებზე“
„რიყის დოქების" ადგილზე რა აშენდება, მოლაპარაკებების პროცესში დაზუსტდება, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მახინჯი დოქები არ ეკადრება ლამაზ დედაქალაქს.
„მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილას. რა აშენდება, ეგ დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
კითხვაზე, იმავეს უპირებენ თუ არა „მშვიდობის ხიდს", პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.13:54
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, 2015 წლის, 13 ივნისი უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე იყო, თუმცა დიდ ტკივილთან ერთად, 13 ივნისის ტრაგიკული დღე ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. ზურაბ აბაშიძის თქმით, მართლაც საამაყოა ის სიმამაცე და ერთობა, რომელიც თანამოქალაქეებმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს.
„13 ივნისის ტრაგედია უმძიმესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის - ზუსტად 10 წლის წინ თბილისში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი კი დღემდე დაკარგულად ითვლება. დიდ ტკივილთან ერთად, ეს დღე ჩვენი ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. მართლაც საამაყოა ის სიმამაცე და ერთობა, რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა სტიქიასთან ბრძოლაში გამოიჩინეს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ და მოქალაქეებს ეხმარებოდნენ. კიდევ ერთხელ, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.