მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი 8 წელი. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა დედაქალაქისთვის ბევრი სასიკეთო საქმის კეთების მონაწილე ვყოფილიყავი - ოთარ გრიგოლია

news image

“მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და პირადად კახა კალაძეს იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი საკრებულოს წევრი და მასთან ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გამეკეთებინა“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ თბილისის საკრებულოში მიმდინარე მეშვიდე მოწვევის ბოლო სხდომაზე გააკეთა. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დედაქალაქისთვის „ქართული ოცნების“ გუნდმა ძალიან ბევრი გააკეთა. ოთარ გრიგოლიამ თანამშრომლობისთვის მადლობა საკრებულოს თავმჯდომარეს, ზურაბ აბაშიძესაც გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი მოწვევის საკრებულოს მუშაობა კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

 „ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი 8 წელი. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა დედაქალაქისთვის ბევრი სასიკეთო საქმის კეთების მონაწილე ვყოფილიყავი. მადლობა პირადად კახა კალაძეს და პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა მემსახურა ქვეყნისთვის. მადლობას ვუხდი თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც დედაქალაქისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ. 

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეზე, გიორგი ტყემალაძეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მუშაობა დედაქალაქის საკრებულოში ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო. 

ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა, ოპოზიციის წევრებს ჰქონოდათ იმის ვაჟკაცობა, რომ საკრებულოში თავისი ამომრჩევლების ხმა ყოფილიყვნენ. თუმცა, ოთარ გრიგოლიას თქმით, სამწუხაროდ, ეს ასე არ იყო. 

გამოსვლის ბოლოს ოთარ გრიგოლიამ მადლობა საკრებულოს აპარატის წევრებსაც გადაუხადა და მომავალი მოწვევის საკრებულოს წარმატებები უსურვა. 

„ძალიან გგულშემატკივრობთ და მინდა, თქვენი მუშაობა კიდევ უფრო წარმატებული იყოს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება, რადგან მომავალ მოწვევაში ძალიან ღირსეული წარმომადგენლები არიან“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image წიგნი შექმნილია მაღალი პასუხისმგებლობითა და ზუსტ ფაქტებზე დაყრდნობით, რათა გამოცემას ღირსეულად წარმოეჩინა თითოეული მოღვაწის მემკვიდრეობა - კახა ლაბუჩიძე

24.10.2025.17:35

„მახათას პანთეონში დაკრძალულ საზოგადო მოღვაწეთა პირველი საცნობარო წიგნი დაიბეჭდა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.

„თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის შესახებ პირველი წიგნი გამოიცა. წიგნი 2018-2023 წლებში მახათაზე დაკრძალულ საზოგადო მოღვაწეთა საცნობარო გამოცემას წარმოადგენს. პროექტი განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში და გამოყენებულია ფოტოები საოჯახო ფოტოარქივებიდან. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა „სეზანში“ და წარმოადგენს მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული კულტურული მემკვიდრეობისათვის“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, გამოცემის მიზანი იყო მახათას პანთეონის დაარსებიდან დღემდე დაკრძალული საზოგადო მოღვაწეების შესახებ მაქსიმალურად სრული და სტრუქტურირებული ინფორმაციის თავმოყრა. მისი თქმით, წიგნში წარმოდგენილია მოღვაწეთა ბიოგრაფიული მონაცემები, მათი გარდაცვალებისა და დაკრძალვის თარიღები, გამოსვენების ადგილები და არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია - თუ ვინ იყო კონკრეტული მოღვაწის პანთეონში დაკრძალვის ინიციატორი. 

„ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა მახათას პანთეონის შესახებ პირველი აკადემიური ტიპის გამოცემა, რომელიც ერთნაირად საჭირო და მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის მკვლევრებისთვისაც . ეს გახლავთ საკმაოდ კარგი ინფორმაციული გზამკვლევი. ის შექმნილია მაღალი პასუხისმგებლობითა და ზუსტ ფაქტებზე დაყრდნობით. მასში შესულია საზოგადოების, ოჯახებისა და ექსპერტების შენიშვნები, რათა გამოცემას სრულად წარმოეჩინა თითოეული მოღვაწის მემკვიდრეობა“,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, აღნიშნა, რომ გამოცემა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიული და ბიოგრაფიული კუთხით, არამედ როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც დაეხმარება მომავალ თაობებსა და მკვლევრებს, უკეთ გაიაზრონ იმ ადამიანთა ღვაწლი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქვეყნის განვითარებაში.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა