ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ როგორც საქართველოს, ასევე ჩვენი დედაქალაქის განვითარების შეუქცევად პროცესს - ზურაბ აბაშიძე
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებს და პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„4 ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილმა მხარდაჭერამ, ნდობამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვცა, რათა ყოველდღიურად ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის, ოჯახის კეთილდღეობაზე. მინდა მოგილოცოთ ყველას დამაჯერებელი გამარჯვება ამ არჩევნებში, პირველ რიგში მივულოცო პარტია „ქართულ ოცნების” თითოეულ წევრს და მის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან დამაჯერებელი შედეგი მიიღო მმართველმა პარტიამ. გამარჯვება მინდა მივულოცო დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა. ეს არის იმ დაუღალავი შრომის შედეგი, რომელიც ამ წლების განმავლობაში იყო გაწეული. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვოთ ყველას, როგორც მოქმედ წევრებს, ასევე საკრებულოს მომავალ წევრებს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის მაჟორიტარმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის საკეთილდღეოდ აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენი დედაქალაქის და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ჩვენი ურთიერთობა, კომუნიკაცია მოქალაქეებთან მომავალშიც ისევე გაგრძელდება, როგორც გვქონდა წინა წლების განმავლობაში. გპირდებით, რომ ვიდგები თქვენთან ერთად და ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ როგორც საქართველოს, ასევე ჩვენი დედაქალაქის განვითარების შეუქცევად პროცესს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს
07.11.2025.17:42
თბილისის საკრებულოს წევრებმა თურქეთის ორჰანღაზის მუნიციპალიტეტის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. ონლაინ შეხვედრა, ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო თანამშრომლობას ეხებოდა.
საკრებულოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და საკრებულოს წევრი გურამ ნიკოლაშვილი.
თურქეთის მხრიდან კი შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის პრეზიდენტი ირფან შაჰინი ბერიძე, თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციის დამფუძნებელი ადემ თურანი შავაძე, ასევე ასოციაციის პიარ მენეჯერი მანანა გაბრიჭიძე.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და თურქეთის, განსაკუთრებით კი ქალაქ ბურსასა და ორჰანღაზის ქართველობას და თბილისს შორის სამომავლო თანამშრომლობა — საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების განხორციელება, ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და საერთო კულტურული ინიციატივების მხარდაჭერა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთში მრავალი ქართველი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით აქტიურად იცავენ ეროვნულ იდენტობას, ასეთი შეხვედრები კი მნიშვნელოვნად ეხმარება მომავალ თაობებს, რომ არ დაკარგონ ენა, ტრადიციები და კულტურული ფესვები.
თურქეთის ორჰანღაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაცია 1995 წლის აპრილში დაარსდა. ორგანიზაციის მთავარი მიზანია თურქეთის ქართულ დიასპორასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქართული კულტურის, ცეკვის, მუსიკისა და ენის პოპულარიზაცია დიასპორის ახალ თაობებში.