ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო - დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში - მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და მათ წარმატებას უსურვებს. პრეზიდენტი მიმართვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი დაიწყო.
გჯეროდეთ საკუთარი თავის — თქვენი მიზანდასახულობა, მონდომება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.
ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.
ძვირფასო აბიტურიენებო, გისურვებთ წარმატებებს გამოცდების ყველა ეტაპზე!" - წერს პრეზიდენტი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.07.2025.19:25
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა უზბეკეთს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.