მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო შსს-ს ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, ვემსახურო ჩვენ ქვეყანასა და ხალხს - გელა გელაძე

news image

დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო შსს-ს, ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, ვემსახურო ჩვენ ქვეყანასა და ხალხს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, გელა გელაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან დიდი პატივისცემით მინდა, მივმართო ბატონ ვახტანგ გომელაურს. მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში. ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ამ უწყებას და ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ხალხს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო, გამოცხადებული ნდობისთვის“, – აღნიშნა გელაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდის მომტანია ქვეყანაში - ვიქტორ ორბანი

29.05.2025.12:28

საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები არის ირაკლი კობახიძე, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ვიქტორ ორბანის შეფასებით, ირაკლი კობახიძე ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდის მომტანია ქვეყანაში.

„ძვირფასო მეგობრებო, 20% ამ ქვეყნისა არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ მან ბრიუსელს არ დაუხარა თავი, გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და გახდა ძლიერი, წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა